რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ნიდერლანდებს შეხვდება

ნახვები: 553 ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ნიდერლანდებს შეხვდება

დღეს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2023-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. ამ მატჩის შედეგით გადაწყდება, ითამაშებს თუ არა რამაზ სვანაძის გუნდი მეოთხედფინალში.

ნიდერლანდებთან შეხვედრამდე წინასამატჩო ვარჯიში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა საგურამოში, თბილისის „ლოკომოტივის“ ბაზაზე გამართა. მანამდე, მატჩის მასპინძელ „დინამო არენაზე“ ჟურნალისტების კითხვებს რამაზ სვანაძემ და გიორგი გულიაშვილმა უპასუხეს, სადაც ცნობილი გახდა, რომ ჩვენს გუნდს ტრავმის გამო ტურნირზე გორის „დილას“ კაპიტანი ნიკა გაგნიძე ვეღარ დაეხმარებოდა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გამართული ორი ტურის შემდეგ ჯგუფში 4 ქულით პირველ ადგილზეა და მეოთხედფინალში გასასვლელად ქულაც ჰყოფნის. ნიდერლანდებმა კი ჯერ მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა და მომდევნო ეტაპზე მოსახვედრად მოგება სჭირდება.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ერვინ ვან დერ ლოიმ „დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე მიზნად მხოლოდ მოგება დაისახა: „ორივე მატჩში მეტოქეებზე მეტი მომენტი შევქმენით და მოგებას ვიმსახურებდით. თუ ბოლო ტურში საქართველოსთან მომენტების რეალიზაციას მოვახერხებთ, მიმაჩნია, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. საქართველოს ნაკრებს დიდი მხარდაჭერა ექნება, თუმცა ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავს“.

მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი თამაშამდე ერთი დღით ადრე გაიყიდა და თბილისში ევროპის ჩემპიონატზე დასწრების რეკორდი კიდევ ერთხელ გაუმჯობესდება. ბელგიასთან 41 887 ბილეთი გაიყიდა და 1996 წელს ბარსელონაში დაფიქსირებული შედეგი (35 600) გაუმჯობესდა. ამჯერად კი ყველა, 54 000 ბილეთია გაყიდული. უეფა-ს გვერდი აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები გულშემატკივრებისგან უდიდეს მხარდაჭერას და ენერგიას იღებს.

27 ივნისს საქართველოსა და ნიდერლანდების მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 20:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა