Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

გია ვოლსკი - ქვებისა და მუშტების რესურსის გამოყენება საპირისპირო აზრების დასამკვიდრებლად, სერიოზულ ზარალს მიაყენებს ქვეყანას

ნახვები: 469 გია ვოლსკი - ქვებისა და მუშტების რესურსის გამოყენება საპირისპირო აზრების დასამკვიდრებლად, სერიოზულ ზარალს მიაყენებს ქვეყანას

ქვებისა და მუშტების რესურსის გამოყენება საპირისპირო აზრების დასამკვიდრებლად, არის ის, რაც სერიოზულად დიდ ზარალს მიაყენებს ჩვენ ქვეყანას, რომელსაც ისედაც უამრავი საშინაო და საგარეო გამოწვევა აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, საქართველოშია დღეს სხვა რეალობაა შექმნილი, როდესაც ძალადობამ შეიძლება, ეს ქვეყანა გაცილებით უფრო დააზიანოს, ვიდრე სხვა ქვეყნები.

„პრაიდის კვირეული, სხვადასხვა ღონისძიებები, ამის საწინააღმდეგო აქციები, მასშტაბური, ნაკლებად მასშტაბური, ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი რეალობა. საქართველოშია დღეს სხვა რეალობა შექმნილი, როდესაც ძალადობამ შეიძლება ეს ქვეყანა გაცილებით უფრო დააზიანოს, ვიდრე მაგალითად საფრანგეთი, სადაც დაპირისპირებები ამ ნიადაგზე ხდება, იგივე პოლონეთი, ან ევროპის სხვადასხვა ქვეყნები, უნგრეთი იქნება ეს ჩეხეთი, თუ სხვა. ფაქტია, რომ მოწყვლადია ჩვენი ქვეყანა და რასაკვირველია, ქვებისა და მუშტების რესურსის გამოყენება საპირისპირო აზრების დასამკვიდრებლად, არის ის თემა, რაც სერიოზულად დიდ ზარალს მიაყენებს ჩვენ ქვეყანას, რომელსაც ისედაც უამრავი საშინაო და საგარეო გამოწვევა აქვს . თვითმყოფადობაზე, ეროვნულ კულტურაზე, საერთოდ იმ რესურსზე, რომელსაც აქამდე ქვეყანა მოუყვანია და აცოცხლებს ქვეყანას, ეს არის რწმენა, დამოკიდებულება, რასაკვირველია, უნდა ვილაპარაკოთ განათლების გზით, იდეის დამკვიდრება არ შეიძლება, მოხდეს ძალადობით. ამას პერსპექტივა არ გააჩნია, უარესის მოტანა კი ნამდვილად შეუძლია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა