თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

„თბილისი პრაიდი“ დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ნახვები: 547 „თბილისი პრაიდი“ დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დღეს ცხადად დავინახეთ, რომ თავდასხმა ლგბტქ+ აქტივისტებზე და თბილისი პრაიდის ფესტივალის ტერიტორიაზე, იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და „ალტ-ინფოს“ ერთობლივი, კარგად დაგეგმილი ოპერაცია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ, – ამის შესახებ აღნიშნულია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლებამ წაახალისა და მხარი დაუჭირა ძალადობას.

„ჩვენი გადასახადებით დაფინანსებული პოლიცია, რომელიც ფესტივალის ტერიტორიას „იცავდა“ გვარწმუნებდა, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფები ახლოს ვერ მოვიდოდნენ, ამის პარალელურად კი, მედიასა და სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ დაუბრკოლებლად, შეთანხმებულად მოდის პოლიცია და ძალადობრივი ჯგუფი ტერიტორიისკენ.

„ალტ-ინფოს“ წევრებმა ალყაში მოგვაქციეს, პოლიციამ კი, ნაცვლად იმისა, რომ ისინი დაეშალა, წინასწარ მომზადებული ტრანსპორტით დაგვატოვებინა ჩვენი ტერიტორია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებებიდან აშკარაა, რომ ეს სამარცხვინო „ევაკუაცია“ მათ გამარჯვებად მიაჩნიათ, სინამდვილეში კი, ესეც წინასწარ დაგეგმილი ნაბიჯი და მათი უმოქმედობის დასტური იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე მოსამზადებელ პერიოდში, კვირების განმავლობაში და ფესტივალის დღესაც დაცვის გარანტიებს გვაძლევდა, სანაცვლოდ კი, პოლიციამ ნება დართო „ალტ-ინფოს“ წევრებს შეჭრილიყვნენ ფესტივალის კერძო, დახურულ, ტერიტორიაზე, თავს დასხმოდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს და გამოუსწორებელი ემოციური ტრამვა მიეყენებინათ მათთვის.

პოლიციამ არ გადაკეტა ფესტივალის ტერიტორიამდე მოსასვლელი გზა, რომ ხელი შეეშალა მოძალადე ჯგუფისთვის; პოლიციამ თავდამსხმელების მიმართ არ გამოიყენა პროპორციული ძალა.

ხელისუფლებამ არ დააკავა 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები;

ხელისუფლებამ არ დააკავა 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები არც მაშინ, როდესაც 8 ივლისის ძალადობა დააანონსეს;

ხელისუფლებამ წაახალისა და მხარი დაუჭირა ძალადობას.

ეს იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ, პუტინისტურ მოძალადე ჯგუფთან ერთად ორგანიზებული თავდასხმა დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე და უდანაშაულო ადამიანებზე, რომლებსაც სურდათ კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებით სარგებლობა.

იმედი გვაქვს, რომ ყველა ვისთვისაც ძალადობა მიუღებელია, ვისაც სურს საქართველოს დემოკრატიული და ევროპული განვითარება დაგმობს დღეს განვითარებულ მოვლენებს და დააფიქსირებს სოლიდარობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა