ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ნატო-ს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ლიეტუვას ეწვევა

ნახვები: 635 ნატო-ს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ლიეტუვას ეწვევა

2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, ნატო-ს სამიტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ილია დარჩიაშვილი დაესწრება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრას, რომელშიც ასევე მონაწილეობენ შვედეთის (ალიანსში მიწვეული ქვეყნის სტატუსით), ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელი.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხები.

„სამიტზე მიღებული იქნება დასკვნითი დეკლარაცია, სადაც ასახული იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და პერსპექტივები. სამიტზე ასევე დადასტურებული იქნება ალიანსის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ვილნიუსის სამიტზე საქართველოს მონაწილეობა ხაზს უსვამს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერასა და ნატო-ს დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ პრიორიტეტულობას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა