ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

კულება: NATO-ს წევრები შეთანხმდნენ უკრაინის გაწევრიანების გზიდან MAP-ის ამოღებაზე

ნახვები: 561 კულება: NATO-ს წევრები შეთანხმდნენ უკრაინის გაწევრიანების გზიდან MAP-ის ამოღებაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გზის გამარტივებაზე. მისი ცნობით, უკრაინას არ დასჭირდება MAP-ი ალიანსში წევრობისთვის.

"ინტენსიური მოლაპარაკებების პროცესში, NATO-ს სახელმწიფოებმა მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გზიდან MAP-ის ამოღების საკითხზე. მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რაც ამოკლებს ჩვენს გზას NATO-სკენ. ასევე, ეს არის საუკეთესო მომენტი მეტი სიცხადის შემოთავაზებისთვის უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შემოთავაზებაზე". - წერს კულება.

NATO-ს სამიტი ვილნიუსში 11 და 12 ივლისს გაიმართება, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივები იქნება. ივნისში WSJ-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ვილნიუსის სამიტში მონაწილეობას უკრაინისთვის აზრი არ ექნება იმ შემთხვევაში, თუ არ მიიღებენ კონკრეტულ სიგნალს, თუ როდის გახდება უკრაინა NATO-ს წევრი. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა