თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

იენს სტოლტენბერგი - დარწმუნებული ვარ, სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებით ერთიან გადაწყვეტილებებს მივიღებთ

ნახვები: 532 იენს სტოლტენბერგი - დარწმუნებული ვარ, სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებით ერთიან გადაწყვეტილებებს მივიღებთ

დარწმუნებული ვარ, სამიტზე უკრაინის საკითხზე მტკიცე და ერთიან გადაწყვეტილებას მივიღებთ, მათ შორის ნატო-ს სამოქმედო გეგმის საჭიროების მოხსნის შესახებ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სახალხო დიპლომატიის ფორუმზე მოდერატორის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, მოდერატორმა იენს სტოლტენბერგს კითხვა დაუსვა, მიიღებს თუ არა ალიანსი სამიტზე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას.

„დარწმუნებული ვარ, სამიტზე უკრაინის საკითხზე მტკიცე და ერთიან გადაწყვეტილებას მივიღებთ, ისევე როგორც უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერის შენარჩუნებასა და გაძლიერების, ნატო-ს წევრობის საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, ალიანსის წევრები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი. ოსლოში, მაისში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე პაკეტის მიღების წინადადებით გამოვედი, თუ როგორ უნდა წავიწიოთ წინ უკრაინის ნატო-ში წევრობის საკითხთან დაკავშირებით. ეს პაკეტი შედგება სამი ელემენტისგან.

პირველი არის პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერება, რათა გვქონდეს პროგრამა, რომლითაც უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულად ურთიერთთავსებადი გახდება ალიანსის ძალებთან; მეორე ელემენტი არის პოლიტიკური კავშირების განმტკიცება, რაც გულისხმობს ნატო-უკრაინის საბჭოს შექმნას და ამ საბჭოს პირველი შეხვედრა ხვალ გაიმართება. ეს იქნება ახალი უწყება, რომელშიც უკრაინა და ნატო-ს წევრები ხვდებიან, როგორც თანასწორები; მესამე ელემენტი გახლდათ ნატო-ს სამოქმედო გეგმის საჭიროების მოხსნა, რადგანაც უკრაინამ ძალიან დიდი გზა გამოიარა მას შემდეგ, რაც ჩვენ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება ნატო-ს სამოქმედო გეგმა ანუ MAP-ი. უკრაინა დღეს გაცილებით ახლოს არის ნატო-სთან და დადგა დრო, რომ ეს აისახოს ალიანსის გადაწყვეტილებებშიც. ეს ყველაფერი ერთად იქნება ძალიან მტკიცე გზავნილი უკრაინისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა