ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ირაკლი კობახიძე - გამოჩნდა, ვისი კარნახით შეიწყალა ზურაბიშვილმა გვარამია და რა იყო შეწყალების მიზანი

ნახვები: 604 ირაკლი კობახიძე - გამოჩნდა, ვისი კარნახით შეიწყალა ზურაბიშვილმა გვარამია და რა იყო შეწყალების მიზანი

აქედან ჩანს, ვისი კარნახით შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია და რა იყო ამ შეწყალების მიზანი, რატომ უკარნახეს პრეზიდენტს, რომ გვარამია შეეწყალებინა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ნიკა გვარამიას სტრასბურგში ყოფნას და ევროპარლამენტარებთან დაგეგმილ შეხვედრას ეხებოდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ნიკა გვარამიას შეწყალების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაცია და გვარამიას განცხადებებიც ამის დასტურია.

„შეწყალების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის გაღვივება, ამას ოპოზიციის არსებული პოლიტიკური შემადგენლობა ვერ ახერხებს. პოლარიზაცია მეტად რომ გაეღვივებინათ, ზურაბიშვილს გვარამია შეაწყალებინეს, რაც არის ძალიან ცუდი, რადგან ჩანს, რომ ვიღაცები არ იშლიან თავისას, უნდათ პოლარიზაცია, ჩვენი მიზანია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა