თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

რომან გოცირიძე - ნატო-ს სამიტის კომუნიკეში პირდაპირ ნათქვამია, რომ საქართველომ ვერ მიაღწია პროგრესს

ნახვები: 641 რომან გოცირიძე - ნატო-ს სამიტის კომუნიკეში პირდაპირ ნათქვამია, რომ საქართველომ ვერ მიაღწია პროგრესს

ნატო-ს სამიტის კომუნიკეში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ საქართველომ ვერ მიაღწია პროგრესს, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ნატო-მ უნდა დაინახოს საქართველოს მხრიდან ისეთი რეფორმები, რაც უზრუნველყოფს ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების დაცვას და აჩვენებს პროგრესს. ფაქტობრივად, ყველაფერი დარჩა იმ დონეზე, რაც იყო ბუქარესტის სამიტის დროს, 2008 წელს და თუ შეიძლება ითქვას, ერთ ადგილას იტკეპნება საქართველო“, – განაცხადა გოცირიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს საქართველოს მისამართით დადებით გზავნილებს, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ საქართველოს, შესაძლოა, შეუქეს თავდაცვის სფეროში გადადგმული ნაბიჯები, მაგრამ ნატო მხოლოდ სამხედრო ალიანსი არ არის და ნატო-ში გაწევრიანების კრიტერიუმები არ არის სამხედრო კრიტერიუმები. 

„ნატო არ არის მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო წვრთნა და სამხედრო შეიარაღება. ამიტომ საქართველოს ყველაზე დიდი უკუსვლა და ნატო-სგან, ამ პროცესისგან დაშორება მდგომარეობს უკუსვლაში დემოკრატიის კუთხით. თუნდაც, ინდექსები რომ ავიღოთ, მედიის თავისუფლების, დემოკრატიის, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, ბოლო პერიოდში ყველაფერში უკან-უკან მივდივართ“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, გერმანიის ერთ-ერთ წამყვან გაზეთში, სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით, მათ შორის, ნატო-ს კულისებიდან, დღეს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სამიტზე არათუ არ მიიწვიეს, არამედ უთხრეს, რომ არ ჩასულიყო, რადგან ის არ არის სასურველი სტუმარი.

„ეს მოხდა მისი იმ განცხადების გამო, სადაც, ფაქტობრივად, უკრაინას და ნატო-ს დააბრალა რუსეთის აგრესია. ანუ, რუსეთის აგრესია გაამართლა, როდესაც განაცხადა, უკრაინაში რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინის სურვილის გამო, რომ გახდეს ნატო-ს წევრიო“, – განაცხადა გოცირიძემ.

თამთა სანიკიძემ გადაცემის სტუმარს შეახსენა, რომ ანალოგიური ტიპის განცხადებები მოვისმინეთ იმავე ევროკომისიის პრეზიდენტისგან და მსგავსი ტიპის განცხადება დღეს ასევე გაკეთდა იენს სტოლტენბერგის მხრიდანაც, სადაც ისინი საუბრობენ, რომ რუსეთის მთავარი სამიზნე არის ნატო, ნატო-ს გაფართოებას ის ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა და მომავალშიც შეეწინააღმდეგება, რაზეც რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ, რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ უკრაინაზე თავდასხმის მოტივი ეს არ ყოფილა, ისევე, როგორც არ ყოფილა საქართველოზე თავდასხმის მოტივი.

შეკითხვაზე, ამოიკითხა თუ არა უკრაინის მიმართ არამკაფიო გადაწყვეტილებების მიღებაში ნატო-ს წევრების მხრიდან რუსეთის მიმართ პრაგმატული დამოკიდებულება, გოცირიძემ აღნიშნა, რომ არავითარ შემთხვევაში.

„ეს არის ეტაპი, ეს არის პროცესი და ეს პროცესი არის შთამბეჭდავი უკრაინის კონტექსტში“, – განაცხადა გოცირიძემ.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის საკითხში რამე სკეპტიკური ნოტების შეტანა იქნებოდა ძალიან დიდი უსამართლობა.

„რატომ არ არის ვადები, რატომ არ მიიწვიეს უკრაინა, ეს ისევ და ისევ არის, ასე ვთქვათ, საყვედური, თითქოს ნატო საკმარისს არ აკეთებს უკრაინის დასაცავად. რომ არა დღეს ნატო და დასავლეთი, ის შეიარაღება და ფინანსური მხარდაჭერა არ იქნებოდა, რაც წარმოუდგენელი რამ არის. მთელი ბიუჯეტია, მთელ ქვეყანას დასავლეთი ინახავს და ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ეს ბიუჯეტი არ მოიცავს მხოლოდ სამხედრო ხარჯებს, მოიცავს უამრავ სხვა ხარჯს, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება უკრაინას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა