Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვამზადებთ წინადადებებს ჩვენი პარტნიორებისთვის, არის ახალი შეთანხმებები იარაღზე, აღჭურვილობასა და ავიაციაზე

ნახვები: 651 ვოლოდიმირ ზელენსკი - ვამზადებთ წინადადებებს ჩვენი პარტნიორებისთვის, არის ახალი შეთანხმებები იარაღზე, აღჭურვილობასა და ავიაციაზე

ჩვენ ვამზადებთ წინადადებებს ჩვენი პარტნიორებისთვის, არის ახალი შეთანხმებები იარაღზე, აღჭურვილობაზე, ავიაციაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა აუცილებელია, თითოეული შეხვედრა პარტნიორებთან კონკრეტული შედეგის მომტანი გახდეს უკრაინისთვის.

„ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან წარმატებულ შეთანხმებას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ნატო-სკენ მიმავალ გზაზე ქვეყნებთან ხელშეკრულებების მომზადებით. ეს ორმხრივი ხელშეკრულებებია. ვილნიუსის სამიტიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ ექვსი ქვეყანა უკვე შეუერთდა მსოფლიოს შვიდ უდიდეს დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომლებთანაც გუშინ შევთანხმდით უსაფრთხოების გარანტიებზე: ჩეხეთი, დანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი და შვედეთი. გმადლობთ. დარწმუნებული ვარ, გარანტების რაოდენობა გაიზრდება“,- აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმითვე, უკრაინა ახლა პარტნიორების ყურადღების ცენტრში იმყოფება და მათგან დიდ მხარდაჭერას იღებს.

„ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე, ყველა შეხვედრაზე უკრაინას ჰქონდა და აქვს უდიდესი პატივისცემა და მხარდაჭერა პარტნიორების მხრიდან. უკრაინა პარტნიორების ყურადღების ცენტრშია და არა რუსეთი, როგორც ათწლეულების წინ და როდესაც ჩვენ ამ ომს დავასრულებთ რუსეთის დამარცხებით, უკრაინისადმი პატივისცემა და ყურადღება სამუდამოდ დარჩება ისტორიაში – ჩვენი ხალხისა და მომავალი თაობისთვის“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა