Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

კახა კალაძე - არ ვიცი, რისთვის სჭირდებოდა პოლონელ ექიმს სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის მალულად გატანა, თუმცა, ჩემი შეფასებით, ალბათ გარკვეული რაღაცების გაყალბებისთვის

ნახვები: 591 კახა კალაძე - არ ვიცი, რისთვის სჭირდებოდა პოლონელ ექიმს სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის მალულად გატანა, თუმცა, ჩემი შეფასებით, ალბათ გარკვეული რაღაცების გაყალბებისთვის

არ ვიცი, რისთვის სჭირდებოდა პოლონელ ექიმს მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის მალულად გატანა, თუმცა, ჩემი შეფასებით, ალბათ გარკვეული რაღაცების გაყალბებისთვის, – ამის შესახებ თბილის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„არ ვიცი, რისთვის სჭირდებოდათ, თუმცა გამომდინარე იქედან, რაც ხდება სააკაშვილის ირგვლივ, მთელი ის კამპანია, რაც მიმდინარეობს, ძალიან დიდი ალბათობით და ეს არის ჩემი შეფასება, ალბათ სჭირდებოდათ გარკვეული გაყალბება. ალბათ ამისთვის იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. შემდეგ ამაზე ცალკე ააწყობდნენ ალბათ, გარკვეულ კამპანიას.

ამ სიბინძურეს ჩვენ უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ვუყურებთ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუე, რაც ხდება მთელი ამ ხნის განმავლობაში სააკაშვილის მოწამვლიდან დაწყებული, სიკვდილით დასრულებული. ყველაფერი არის ძალიან დიდი ტყუილი და ფარისევლობა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა