ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ლევან ხაბეიშვილი - წარმოუდგენელია, ქვეყნის 20 პროცენტი იყოს ოკუპირებული და ოკუპაციის, პუტინის გაპროტესტებისთვის ადამიანებს უშვებდნენ ციხეში - ვითხოვთ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

ნახვები: 411 ლევან ხაბეიშვილი - წარმოუდგენელია, ქვეყნის 20 პროცენტი იყოს ოკუპირებული და ოკუპაციის, პუტინის გაპროტესტებისთვის ადამიანებს უშვებდნენ ციხეში - ვითხოვთ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

წარმოუდგენელია ქვეყნის 20 პროცენტი იყოს ოკუპირებული და ოკუპაციის, პუტინის გაპროტესტებისთვის ადამიანებს უშვებდნენ ციხეში. ვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "პუტინის კარის ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში რუსულ ექსპანსიას აგრძელებს".

„ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ ათიათასობით პუტინისტს საქართველოში, რომლებიც ქართველებს, ფაქტობრივად, ანაცვლებენ და ბიძინა ივანიშვილის რუსული ოცნება - საქართველო ქართველების გარეშე, მოჰყავს მწყობრში. ჩვენ ვნახეთ რუსული კანონი, რუსული აღდგენილი ფრენები. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო, ბიძინა ივანიშვილმა სანქციების გვერდის ავლით, ფაქტობრივად, შავ ხვრელად აქცია. ამის არაერთი ფაქტი არსებობს, მათ შორის ბათუმშიც. ამასობაში, ჩვენ ბათუმში, ევროპული კრუიზის ნაცვლად, მივიღეთ რუსული კრუიზი. ბიძინა ივანიშვილს, კობახიძეს, ღარიბაშვილს სურს საქართველო გადააქციოს რუსეთის უკანა ეზოდ. გუშინ საღამოდან ვიხილეთ გმირი ბათუმელების, აჭარლების, ადგილობრივების, სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული ადამიანების გმირული პროტესტი. პუტინის გაპროტესტებისთვის, ოკუპანტის გაპროტესტებისთვის 23 ადამიანია დაკავებული. აქედან 10 არის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, არიან სხვა პარტიის წარმომადგენლებიც, სამოქალაქო აქტივისტები, არიან რიგითი მოქალაქეები და ვითხოვთ ამ ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. წარმოუდგენელია ქვეყნის 20 პროცენტი იყოს ოკუპირებული და ოკუპაციის, პუტინის გაპროტესტებისთვის ადამიანებს უშვებდნენ ციხეში. საზოგადოებამ ნახა განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა მაღრაძე, დგებუაძე, ბესელიას "ტროიკა" მათივე ენაზე რომ ვთქვათ, რომლებიც, ფაქტობრივად, ძალადობდნენ მოქალაქეებზე და რამდენიმე მათგანი არის ნაცემი. მოვუწოდებ სახალხო დამცველს, თუ არსებობს ასეთი ინსტიტუტი და ხმას თუ ამოიღებს კარგი იქნება, შეისწავლოს თითოეული ადამიანის დაზიანება. ადგილზე ვუყურეთ ჩვენ ამ ყველაფერს თუ როგორ უსწორდებოდნენ ფიზიკურად დგებუაძე, ბესელია, მაღრაძის “ტროიკა” მოქალაქეებს. მინიმალური გამარჯვება უკვე მოპოვებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ კრუიზის ქალაქებიდან ამოღებულია ბათუმი. ჩამოვა თუ არა ეს კრუიზი არავინ იცის, მაგრამ სიიდან რომ ამოიღეს ეს უკვე კარგია და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მოგვიწევს ყოველდღიურ რეჟიმში გავაგრძელოთ ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა