ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ირაკლი კობახიძე - ქაჯები მე საქართველოს მოქალაქეებისთვის არ მიწოდებია

ნახვები: 472 ირაკლი კობახიძე - ქაჯები მე საქართველოს მოქალაქეებისთვის არ მიწოდებია

როდესაც საუბარია ქაჯობაზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს უწოდებ ქაჯებს, ხომ?! ანუ ქაჯობაში შეიძლება, ჩართო ადამიანები, როდესაც პოლიტიკურად დაარწმუნებ ადამიანებს ამაში, მაგრამ ქაჯები მე საქართველოს მოქალაქეებისთვის არ მიწოდებია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობამ“ აიძულა გარკვეული ადამიანები, რომ ჩართულიყვნენ ისეთ აქტივობაში, რომელიც ქაჯობად შეიძლება შეფასდეს.

„როგორც კი ეს ადამიანები თავს დაიხსნიან „ნაცმოძრაობისგან“, ის 150 ადამიანი, როგორც კი თავს დააღწევს „ნაცმოძრაობას“, მაშინვე ხელს მიჰყოფს ისეთ საქმიანობას, რომელიც ქაჯობად ვერ შეფასდება. მარტივად არის აქ საქმე, მაგრამ „ნაცმოძრაობამ“ აიძულა ეს ადამიანები, დაარწმუნა, რომ ჩართულიყვნენ ისეთ აქტივობაში, რომელიც ქაჯობად შეიძლება შეფასდეს. რომ იცი, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზამნიმართულად მოქმედებ, საუბარი მაქვს ამ პარტიებზე, ეს არის ზუსტად ქაჯობა. პირდაპირ იციან ამ ადამიანებმა, რომ ემტერებიან სახელმწიფოს ინტერესებს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ ინტერესებს და ეს პროვოკაცია სხვას არაფერს ისახავდა მიზნად და ეს არის „ნაცმოძრაობის“ სახე. ეს არის კოლექტიური ხაბეიშვილი, ეს არის კოლექტიური ვაშაძე, ეს არის ქაჯობა. ეს არის „ნაცმოძრაობის“ სახე რეალურად, ხომ?“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა