რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ოკეანეების ტემპერატურამ მიმდინარე კვირაში უმაღლეს დონეს მიაღწია

ნახვები: 497 ოკეანეების ტემპერატურამ მიმდინარე კვირაში უმაღლეს დონეს მიაღწია

ოკეანეების ტემპერატურამ მიმდინარე კვირაში, დღემდე აღნუსხულ მონაცემებთან შედარებით, უმაღლეს დონეს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის კლიმატური ცვლილების სამსახურის, „კოპერნიკის“ კვლევაში.

კვლევის თანახმად, ოკეანეების ტემპერატურა მიმდინარე კვირაში 20.96 გრადუსი იყო, რაც ამ დროის საშუალო წლიურ მაჩვენებელს ბევრად აღემატება.

ოკეანეები სასიცოცხლო მნიშვნელობის კლიმატის მარეგულირებელია. ისინი შთანთქავენ სითბოს, აწარმოებენ დედამიწის ჟანგბადის ნახევარს და არეგულირებენ ამინდის ფორმებს. უფრო თბილ წყლებს ნახშირორჟანგის შთანთქმის ნაკლები უნარი აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ატმოსფეროში პლანეტის სათბური გაზის მეტი რაოდენობა დარჩება.

ოკეანის ტემპერატურის მატებას ასევე შეუძლია, დააჩქაროს მყინვარების დნობა, რომლებიც მიედინება ოკეანეში, რაც გამოიწვევს ზღვის დონის მატებას.

ცხელი ოკეანეები და სიცხის ტალღები აწუხებს ზღვის სახეობებს, როგორებიცაა თევზები და ვეშაპები, ამიტომ ისინი მოძრაობენ უფრო გრილი წყლების ძიებაში, რაც არღვევს კვების ჯაჭვს. დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ თევზის მარაგები შეიძლება დაზარალდეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა