ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

შალვა პაპუაშვილი - ადგილზე უმძიმესი ვითარებაა, რაც უფრო ახლოდან ხედავ, მით უფრო იაზრებ, რა მასშტაბის იყო ეს სტიქია

ნახვები: 569 შალვა პაპუაშვილი - ადგილზე უმძიმესი ვითარებაა, რაც უფრო ახლოდან ხედავ, მით უფრო იაზრებ, რა მასშტაბის იყო ეს სტიქია

ადგილზე უმძიმესი ვითარებაა, სიარული შეუძლებელია, უჭირს როგორც ტექნიკას, ისე ადამიანს, მაშველების პროფესიონალიზმზე მეტყველებს ის, რომ გარკვეული მაჩვენებლებით საზღვრავენ ზონებს და შემდეგ ეძებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს შოვში, სტიქიის ზონაში ყოფნისას განუცხადა.

მისივე თქმით, ასეთი მასშტაბის სტიქია იშვიათია.

„უმძიმესი სიტუაციაა ადგილზე, რაც უფრო ახლოდან ხედავ, მით უფრო ხდება იმის გააზრება, რა მასშტაბის იყო ეს სტიქია. 50 ჰექტარი ტერიტორიაა, რომელიც, საშუალოდ, 4 მეტრი ქვაღორღიანი მასით არის დაფარული და ყველაფერი მოყოლილი აქვს. ასეთი მასშტაბის სტიქია, ზოგადად, იშვიათია და რაც უფრო ახლოდან ხედავ, მით უფრო მძიმეა ამის ნახვა. მქონდა შესაძლებლობა, რომ იმ ოჯახის წევრებთან მესაუბრა, ვინც დაკარგულ ნათესავებს ეძებენ. რა თქმა უნდა, რთულია მათი მდგომარეობა და რთულია, მოძებნო სიტყვები, რომელიც მათ დაამშვიდებს. ჩვენ ვგულშემატკივრობთ ჩვენს მაშველებს და ვიმედოვნებთ, თუკი არსებობს რაიმე შანსი, ეს შანსი იქნება სასიკეთოდ და იპოვიან. ძალიან მძიმე სიტუაციაა. გარშემო ტერიტორიას რაც შეეხება, იქ ყველანაირად ყველა ტერიტორია მოიარეს. ვერტმფრენი დღეს ძალიან ინტენსიურად იყო სტიქიის ზონაში, ზემოდანაც ხდებოდა ტერიტორიის დაზვერვა. გუშინდელის შემდეგ, გარე ტერიტორიიდან რომ ვინმე ყოფილიყო გადარჩენილი, ასეთი ინფორმაცია არ არის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მაშველების პროფესიონალიზმზე მეტყველებს ის, რომ ზონებს საზღვრავენ გარკვეული მაჩვენებლებით და შემდეგ ამ ზონაში ეძებენ, რაც აჩვენებს მუშაობის ეფექტიანობას.

„ეს ქვაღორღი არის წყლით გაჟღენთილი და რბილი მასაა. არის, როგორც ჭაობი, მასზე სიარული შეუძლებელია. უჭირს ტექნიკასაც და ადამიანსაც, თუმცა არის ზონები, სადაც რამდენიმე გარდაცვლილი გუშინ იქნა აღმოჩენილი და ინტენსიურად იმ ზონაში ექცეოდა ყურადღება. სწორედ იმ ადგილას აღმოჩნდნენ სხვა გარდაცვლილები. იმ რუკის მიხედვით, სად რა იყო განლაგებული, შეუძლებელია ძებნა, ვინაიდან დაძრულია ყველაფერი მასის მიერ. ჩვენი მაშველების პროფესიონალიზმზე მეტყველებს ის, რომ ისინი ზონებს საზღვრავენ გარკვეული მაჩვენებლებით და შემდეგ ეძებენ ამ ზონაში. ეს აჩვენებს მუშაობის ეფექტიანობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა