თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ლევან ხაბეიშვილი - შოვის ტრაგედიაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა უმნიშვნელოვანესია

ნახვები: 553 ლევან ხაბეიშვილი - შოვის ტრაგედიაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა უმნიშვნელოვანესია

არცერთი ადამიანის სიცოცხლე არ შერჩება რუსულ პარტიას და მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, კონკრეტული დამნაშავეების შესახებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა შოვის ტრაგედიაზე პარლამეტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

„საზოგადოებას აინტერესებს კითხვებზე პასუხი და არა რუსი კობახიძის მიერ უკვე გამოძიებული, რომელიც ამბობს, რომ თურმე არაფერი არ შეშლია ხელისუფლებას იმ პირობებში, როდესაც მთელმა საქართველომ პირდაპირ ეთერში იხილა, რამდენიმე საათის განმავლობაში როგორ ებრძოდნენ ადამიანები სტიქიას. ამიტომ არცერთი ადამიანის სიცოცხლე არ შერჩება რუსულ პარტიას და მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია კონკრეტული დამნაშავეების შესახებ. რუსული პარტიის რუსი შოთაძე-კობახიძე ამას არ გამოიძიებს, ეს ყველამ კარგად იცის, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ არის ამ საკითხში ოპოზიციის ერთობა, ხაბეიშვილს მიაჩნია, რომ აჩქარება არაა საჭირო.

„დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ნუ იჩქარებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანმა, არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციის წარმომადგენელია თუ ხელისუფლების, უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა. ეს არის საკითხი, რაზეც ყველანი უნდა ვიყოთ ერთიანები, რადგან ადამიანებს, მოქალაქეებს სჭირდებათ პასუხი“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა