რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ცხედარი, რომელიც ნახევარი საათის წინ ვიპოვეთ, ზრდასრული მამაკაცისაა - მღებრიშვილი

ნახვები: 544 ცხედარი, რომელიც ნახევარი საათის წინ ვიპოვეთ, ზრდასრული მამაკაცისაა - მღებრიშვილი

სტიქიის ზონაში ნაპოვნი 27-ე ცხედარი ზრდასრული მამაკაცისაა - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მღებრიშვილის თქმით, ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან 25-ე კილომეტრზეა ნაპოვნი.

"სტიქიის ეპიცენტერში ფაქტიურად დასრულებული გვაქვს ტერიტორიის შემოწმება. დილიდან მძიმე ტექნიკის შეყვანა დავიწყეთ. ნახევარი საათის წინ, საპატრულო მონიტორინგის მერვე სექტორზე, სტიქიის ეპიცენტრიდან 25-ე კილომეტრზე ვნახეთ ცხედარი, რომელიც გადაყვანილია ქუთაისში სამხარაულის ექსპეტიზის ბიუროში.

დიდი ალბათობით, ცხედარი მამრობითი სქესია, ზრდასრულია, დანამდვილებით ვიცი, ბავშვი არ არის. 

მეტრანახევარი, ორი მეტრის სიღრმეში კალაპოტის მშრალ ნაწილზე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები . ამბროლაურადმდე გვაქვს 18 სეტორამდე განაწილებული" - თქვა მღებრიშვილმა 

 

 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა