ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელი სამხედროები ჩერნიგოვზე რუსეთის თავდასხმას პასუხს გასცემენ

ნახვები: 480 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელი სამხედროები ჩერნიგოვზე რუსეთის თავდასხმას პასუხს გასცემენ

უკრაინელი სამხედროები ჩერნიგოვზე რუსეთის თავდასხმაზე საგრძნობ პასუხს გასცემენ,- ამის შესახებ უკრიანის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 აგვისტოს ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად ქალაქში შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ექვსი წლის გოგონა, ხოლო დაშავებულთა შორის 15 ბავშვია.

„სარაკეტო დარტყმა ქალაქის ცენტრზე განხორციელდა და ეს ფერისცვალების დღესასწაულზე მოხდა, მართლმადიდებელ დღესასწაულზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეომრები რუსეთის ამ ტერაქტს პასუხს გასცემენ, საგრძნობ პასუხს“,-განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რუსეთმა ბალისტიკური რაკეტით ჩერნგოვის ცენტს გუშინ, დაახლოებით 11:30 საათზე დაარტყა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა შვიდი და დაშავდა 148 ადამიანი. დარტყმა დრამატულ თეატრზე განხორციელდა, სადაც დრონების მწარმოებელთა და აეროდაზვერვის სასწავლებლების წარმომადგენელთა შეკრება იმართებოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა