ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

საქსტატი - აგვისტოში ყველაზე მეტად, 46.4 პროცენტით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა

ნახვები: 426 საქსტატი - აგვისტოში ყველაზე მეტად, 46.4 პროცენტით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 0.9 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასებმა.

ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა.

საქსტატის ცნობით, ფასები 46.4 პროცენტით მომატებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ხილი და ყურძენი 12.9 პროცენტით გაძვირდა, თევზეული – 9.7 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 5.8 პროცენტით. 5.8 პროცენტითაა გაძვირებული მინერალური წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები, ყავა, ჩაი და კაკაო კი – 1.8 პროცენტით.

ამასთან, ფასები -26.3 პროცენტით შემცირებულია ზეთსა და ცხიმზე, პური და პურპროდუქტები -7.9 პროცენტით გაიაფდა, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული -1.2 პროცენტით. რძეზე, ყველსა და კვერცხზე კი ფასებმა -0.3 პროცენტით დაიკლო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა