ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მეორე ცხედარი იპოვეს, მაშველები კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ

ნახვები: 416 გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მეორე ცხედარი იპოვეს, მაშველები კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მეორე ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, მაშველები კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ.

„გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. ძებნის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია კიდევ ერთი ცხედარი და ერთი პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

ამ ეტაპზე მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები. ნაპოვნია ორი გარდაცვლილის ცხედარი და ერთი მოზარდის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.

მოვუწოდებთ რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა