რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

რიჩარდ ჩარნეცკი - შეცდომა დავუშვით, როცა საქართველოს სტატუსი არ მივანიჭეთ

ნახვები: 496 რიჩარდ ჩარნეცკი - შეცდომა დავუშვით, როცა საქართველოს სტატუსი არ მივანიჭეთ

ცხადია, საქართველო არის ევროპული ოჯახის წევრი, რადგან ქართული კულტურა, მემკვიდრეობა ევროპის ნაწილია. უნდა ვიმსჯელოთ საქართველოს საგზაო რუკაზე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რიჩარდ ჩარნეცკიმ ქართველ ჟურნალისტს განუცხადა.

მისივე თქმით, შეცდომა იყო დაშვებული გასულ წელს, როდესაც საქართველოს სტატუსი არ მიენიჭა.

„ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ უმაღლესი წარმომადგენელი, რომელიც ჩვენი მხრიდან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებს კურირებს, ახლახან პირადად სტუმრობდა საქართველოს. ჩემი აზრით, ძალიან სასარგებლო ვიზიტი იყო. ცხადია, საქართველო არის ევროპული ოჯახის წევრი, რადგან ქართული კულტურა, მემკვიდრეობა ევროპის ნაწილია, ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა და ეს ჩვენთვის, ევროკავშირის წევრი ქრისტიანი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, ცხადია, უნდა ვიმსჯელოთ საქართველოს საგზაო რუკაზე, მაგრამ უნდა გავუგზავნოთ ძლიერი, მკაფიო გზავნილი საქართველოში ჩვენს მეგობრებს, რომ თბილისის, გორისა და სხვა ქალაქებისა თუ სოფლების ადგილი სწორედ ევროპის გულშია და ამ სცენარის სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

დარწმუნებული ვარ, თქვენ ერთად უნდა იმუშაოთ, რათა შემოაკლოთ საქართველოს გზა ჩვენი საერთო ევროპისკენ. ცხადია, საქართველოს იგივე სტატუსი უნდა ჰქონდეს, რაც მოლდოვასა და უკრაინას. შეცდომა დავუშვით გასულ წელს, როდესაც საქართველოს სტატუსი არ მივანიჭეთ, მაგრამ, ვფიქრობ, ეს შემოდგომა კარგი დროა თბილისისთვის კონკრეტული წინადადების შეთავაზებისთვის.

ჩვენ ახლა უნდა გავიაზროთ, რომ რუსეთი ისევ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფაქტორია და უნდა გავცეთ საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტიები, მხარი დავუჭიროთ საქართველოს, რადგან რუსეთი არის რისკი არა მხოლოდ სამეზობლოსთვის – საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვასთვის, არამედ რისკი მთელი ევროპისთვის“, – განაცხადა რიჩარდ ჩარნეცკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა