თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ფარცხალაძის დასანქცირება პრემიერის პირდაპირი გაფრთხილებაა, რადგან ის ღარიბაშვილის ძმაკაცია - ხიდაშელი

ნახვები: 490 ფარცხალაძის დასანქცირება პრემიერის პირდაპირი გაფრთხილებაა, რადგან ის ღარიბაშვილის ძმაკაცია - ხიდაშელი

"ფარცხალაძის დასანქცირება პრემიერ-მინისტრისთვის იყო პირდაპირი გაფრთხილება, იმიტომ, რომ ის პრემიერ-მინისტრის ძმაკაცია და რა თქმა უნდა, ივანიშვილთანაც აქვს ურთიერთობა ცალსახად", - ეს განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა გააკეთა.

ხიდაშელი აშშ-ის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას ეხმაურება და პირდაპირ კავშირებს ხედავს ღარიბაშვილ-ივანიშვილის გაფრთხილებასთან.

ამ ეტაპზე, ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლება ფორმალურად დაიწყებს მოკვლევას.

"ერთგვარად ბედის ირონიაა, რომ ადამიანი, რომელმაც სულ 37 დღე გაძლო მთავარი პროკურორის პოსტზე, მას შემდეგ, რაც საჯარო სივრცეში გამოვიდა და გადაწყვიტა, მაღალი თანამდებობა დაეკავებინა, ასევე ყველაფერი, რაც მის გარშემო არსებობდა და არავინ იცოდა, სწრაფად ამოტივტივდა, შესაბამისად თანამდების დატოვებაც ასევე სწრაფად მოუწია. ბოლოს აი, ასე ამთავრებს, როგორც ოფიციალურად სახელდებული „ეფესბეს“ წარმომადგენელი, რუსული ინტერესების ფორსირებისთვის მოვლენილი საქართველოში. არ არის ეს ჩემთვის არც უცნაური, არც გასაკვირი, იმიტომ, რომ ის, რაც მისი დანიშვნის დროს არავინ იცოდა, სულ რაღაც ერთ თვეში ბევრი რამ ისე გაირკვა, რომ ბოლოს აქამდე თუ მივიდოდა საქმე, დიდად, ალბათ, არც უნდა გაგვიკვირდეს. მე არ მაქვს განსაკუთრებული მოლოდინი, რომ საქართველოს ხელისუფლება რეალური და ქმედითი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, თუმცა მგონია, რომ ფორმალურად დაიწყებენ ამ საკითხის მოკვლევას. ამის განცდას მიტოვებს ის განცხადებები, რომელიც უკვე მოვისმინეთ, რომ 10 წელია ფარცხალაძე ხელისუფლებასთან არანაირ კომუნიკაციაში აღარ არის ანუ „ქართულმა ოცნებამ“ მასზე მოიხსნა პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა