ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

თინა ბოკუჩავა - „რუსული ოცნება“ ღიად მოუწოდებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომ დაარღვიოს საერთაშორისო სანქციების პოლიტიკა

ნახვები: 502 თინა ბოკუჩავა - „რუსული ოცნება“ ღიად მოუწოდებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომ დაარღვიოს საერთაშორისო სანქციების პოლიტიკა

„რუსული ოცნება“ ღიად მოუწოდებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომ დაარღვიოს საერთაშორისო სანქციების პოლიტიკა - ესაა კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ პრორუსულ საქმეს აკეთებენ,- ამის შესახებ ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია- ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო აქტივებზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით „პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას“.

ამასთან, როგორც ბოკუჩავა აცხადებს, სასაცილოა მათი განცხადებები ფარცხალაძის დასანქცირების მიზეზების შესახებ მტკიცებულებების არარსებობის თაობაზეც.

„რუსული ოცნება“ ღიად მოუწოდებს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, რომ დაარღვიოს საერთაშორისო სანქციების პოლიტიკა, რომელსაც დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ატარებს, რაც გასაკვირი არ არის, როცა პრემიერ-მინისტრად წოდებული ღარიბაშვილი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სანქციების პოლიტიკას არაეფექტიანად აცხადებდა და ღიად ამბობდა, რომ საქართველო არ იქნება ამ პოლიტიკის ნაწილი. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის ანტიდასავლური და ღიად პრორუსულ საქმეს აკეთებს.

აბსურდულია და ღიმილისმომგვრელი, რომ როცა აშშ ყველა უწყებასთან კოორდინაციით იღებს გადაწყვეტილებას დაასანქციროს ესა თუ ის ადამიანი, მტკიცებულებები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს „რუსულმა ოცნებამ“, სადაც საგამოძიებო უწყებები არ არსებობს და სადაც ყველა უწყება პოლიტიზებულია და დაქვემდებარებულია პარტიულ ვერტიკალს ივანიშვილის ხელში. ღიმილისმგვრელი და სასაცილო იქნებოდა ეს მოთხოვნა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, რომ არა ის გარემოება, რომ ივანიშვილი პუტინის დავალებით, ოთარ ფარცხალაძის და სხვა მსგავსი კრიმინალების ხელით ანგრევს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს არის ყველაზე მძიმე და სწორედ ამის გამო ხდება მისი უახლოესი გარემოცვის დასანქცირება,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა