ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია სისუსტის ფონზე ყველაფერზეა წამსვლელი, კაცი შეიძლება მოკლან, რომ ვითარების ადუღება სცადონ

ნახვები: 422 ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია სისუსტის ფონზე ყველაფერზეა წამსვლელი, კაცი შეიძლება მოკლან, რომ ვითარების ადუღება სცადონ

რაც უფრო სუსტია რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო მეტი რისკი არსებობს პროვოკაციების კუთხით - სისუსტის ფონზე არიან ყველაფერზე წამსვლელები, კაცი შეიძლება მოკლან იმისათვის, რომ რაღაცნაირად სცადონ ვითარების ადუღება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მოლაპარაკების მრგვალ მაგიდასთან დაჯდომისკენ და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისკენ მოუწოდებს.

კობახიძის განმარტებითვე, „სააკაშვილის მოწოდებები მორიგი დასტურია იმისა, რომ მათ გონებაში რევოლუციური გეგმა იხარშება, რომელიც განწირულია“.

„სააკაშვილის მოწოდებები მორიგი დასტურია იმისა, რომ მათ გონებაში რევოლუციური გეგმა იხარშება, რომელიც განწირულია, ბუნებრივია, მაგრამ რაც უფრო სუსტია რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო მეტი რისკი არსებობს პროვოკაციების კუთხით. ისინი სისუსტის ფონზე არიან ყველაფერზე წამსვლელები, ნებისმიერ მძიმე [დანაშაულზე], კაცი შეიძლება მოკლან. ყოველგვარი გადაჭარბებების გარეშე, არ მოუკლავთ თუ რა? კაცი შეიძლება მოკლან იმისათვის, რომ რაღაცნაირად სცადონ აქ ვითარების ადუღება. არაფერი გამოუვათ, მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძემ გუშინ გამართულ აქციებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ოპოზიციამ ათასი ტყუილის ფონზე, 200 კაცზე მეტი მაინც ვერ გამოიყვანა ქუჩაში“.

„გუშინ იმდენი ტყუილი უთხრეს საზოგადოებას, მთელი დღის განმავლობაში ატყუებდნენ, რომ დეპოზიტები გაეყინებოდათ, რაღაცა ბარათით ვეღარ გადაიხდიდნენ. ათასი სისულელე უთხრეს საზოგადოებას. ამდენი ტყუილის ფონზე, 200 კაცზე მეტი მაინც ვერ გამოიყვანა ქუჩაში. მათ ხომ შეუძლიათ საკუთარი მხარდამჭერები მაინც მოატყუონ. მათაც ვეღარ ატყუებენ. ამდენი ტყუილი უთხრეს, თან მძიმე შიშები უნდა შეექმნათ, ისეთ რაღაცებს ეუბნებოდნენ. 200 კაცზე მეტი ვერ მოატყუეს და ვერ გამოიყვანეს ქუჩაში. საზოგადოება ძალიან გამოცდილია უკვე და მათ შორის ასეთ ტყუილებსაც აღარ იღებს, ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება. შესაბამისად, მორიგ ჯერზე ეს აქცია ჩავარდა“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა