Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ოთარ ფარცხალაძის შვილისთვის ნაჩუქარი ეკლესია ამ დრომდე დაკეტილია

ნახვები: 546 ოთარ ფარცხალაძის შვილისთვის ნაჩუქარი ეკლესია ამ დრომდე დაკეტილია

ოთარ ფარცხალაძის შვილისთვის ნაჩუქარი ეკლესია ამ დრომდე დაკეტილია.  წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელების ტაძარში სასულიერო პირები არ ჩანან.  

ტაბახმელაში ამბობენ, რომ ტაძარი შაბათ-კვირას იღება. 

"ეფ ეს ბეს"  აგენტობაში მხილებულმა, რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძემ შვილის, ანდრია ფაცხალაძის სახელზე ეკლესიაც გუშინ გადააფორმა.

2019 წელს აშენებულ ტაძარს ამ დრომდე ოთარ ფარცხალაძე კერძო საკუთრებაში ფლობდა. ეკლესია და 1030 კვადრატული მიწის ნაკვეთი, რომელიც ტაბახმელაში მდებარეობს, ანდრია ფარცხალაძის სახელზე გადაფორმდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ოთარ ფარცხალაძემ დაჩქარებული წესით შვილის სახელზე რამდენიმე მილიონის ღირებულების ქონების გადაფორმება 20 სექტემბერს, დღის 12 საათიდან დაიწყო და 17 საათსა და 50 წუთზე რეესტრმა დაადასტურა ქონების გაჩუქება.

სწორედ ქონების გადაფორმების შემდეგ, 20 სექტემბერს, 20 საათზე, გააუქმა საქართველოს პასპორტი იუსტიციის სამინისტრომ ოთარ ფარცხალაძეს.

tvpirveli.ge 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა