თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ანაკლიაში 2020 წელს უნდა შემოსულიყო პირველი გემი - მიპასუხეთ, როდის შემოვა ანაკლიაში პირველი გემი - გოცირიძე დავითაშვილს

ნახვები: 586 ანაკლიაში 2020 წელს უნდა შემოსულიყო პირველი გემი - მიპასუხეთ, როდის შემოვა ანაკლიაში პირველი გემი - გოცირიძე დავითაშვილს

"ანაკლიაში 2020 წლის დეკემბერში უნდა შემოსულიყო პირველი გემი - მიპასუხეთ, როდის შემოვა ანაკლიაში პირველი გემი," - ამ კითხვით მიმართა "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ეკონომიკის მინისტრს.

გოცირიძეს სურს მოისმინოს მინისტრისგან ზუსტი თარიღი, როდის დაიწყება და დასრულდება ანაკლიის პორტის მშენებლობა. 

რომან გოცირიძე ასევე ითხოვს ეკონომიკის მინისტრისგან კითხვებზე პასუხს - რომელია ის ორი კომპანია, რომელიც სახელმწიფომ მეორე ტურში გადაიყვანა. გოცირიძე ითხოვს დაკონკრეტდეს, რომელმა კომპანიებმა გამოთქვეს სურვილი ანაკლიის პორტის მშენებლობის და რა ნიშნით შეირჩა ორი კომპანია.

'მთავარი შეკითხვა იყო, თუ რატომ ფერხდება ანაკლიის პორტის განვითარება, რატომ არ აცხადებს მთავრობა ინვესტორის მოსაზიდად კონკურსს და როდის აპირებს მას. მოგვიანებით გავიგეთ, რომ დაახლოებით, 20-მდე კომპანიამ შემოიტანა განაცხადი და აქედან, გუშინწინ მივიღეთ ბოლო ინფორმაცია, რომ ეკონომიკის სამინისტრომ შეარჩია 2 კომპანია და გადაიყვანა მეორე ტურში. რას ნიშნავს მეორე ტური, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ვაზუსტებ - გთხოვთ დაასახელოთ, ვინ არის ეს ორი კომპანია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ესენი ჩინური ან რუსეთთან დაკავშირებული პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული კომპანიები. ხომ არ არის აქ ისეთი საფრთხეები, როდესაც ანაკლიის პროექტი ისეთი გავლენის ქვეშ მოექცევა, რომ დაკარგოს გეოპოლიტიკური ხიბლი.

რომელმა კომპანიებმა მიიღეს მონაწილეობა ინტერესთა გამოხატვაში, გამჭვირვალობის პრინციპი მოითხოვს, რომ გამჟღავნდეს საჯარო ტენდერებთან დაკავშირებული ინფორმაცია. 
ჩვენ უნდა შეგვეძლოს შედარება ამ ორ კომპანიას და 20-მდე დანარჩენ კომპანიას შორის, რა პრინციპით შეირჩა ის. გვაინტერესებს, მონაწილეობდა თუ არა დასავლური, აშშ-იდან, კომპანიები,“ - ამბობს რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება ანაკლიის პროექტის გაჩერებას, ქვეყანამ ისტორიული შანსი დაკარგა, რომ გამხდარიყო რეგიონში უდიდესი პროექტი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის. რუსეთის პორტებსაც არ არის გამორიცხული რომ დაედოს სანქციები, ახლა ამ მომენტში, როდესაც ანაკლია უნდა ყოფილიყო ამოქმედებული, იმის შესახებ ვმსჯელობთ რომელი კომპანია იქნება ტენდერში გამარჯვებული. შეიძლება რომელიმემ ჩახსნას და გადავარდეთ 20 წლის წინ, დღეს ჩვენ ვიმყოფებით, დაახლოებით, 10 წლით უკან. ოცნების დანაშაულებრივი ქმედებების გამო, რომელმაც დააკმაყოფილა რუსეთის მოთხოვნები, ვინაიდან პარალელურად შენდებოდა შავ ზღვაზე ტამანის პორტი და მშენებლობები დაიწყო ერთდროულად, ტამანის პორტი დღეს მუშაობს, ანაკლიის პორტი კი ჰაერშია ჩამოკიდებული, პირდაპირ რუსეთის დავალება იქნა შესრულებული ოცნების მიერ,“ - ამბობს გოცირიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა