თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ანა წითლიძე - იმდენი განცხადება მოვისმინეთ ანაკლიის პორტის აშენებაზე, რომ არ გამიკვირდება კიდევ ბევრჯერ დააანონსოთ

ნახვები: 489 ანა წითლიძე - იმდენი განცხადება მოვისმინეთ ანაკლიის პორტის აშენებაზე, რომ არ გამიკვირდება კიდევ ბევრჯერ დააანონსოთ

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ბედი, თქვენი ხელისუფლების პირობებში როგორი იქნება, არ ვიცით. არ ვიცით, იმიტომ, რომ 11 წლის განმავლობაში, თქვენ არათუ არაფერი ააშენეთ ანაკლიაში, ისიც ვერ შეძელით, რომ, რაც დაგიტოვეთ, ის შეგენარჩუნებინათ და იმისთვის მოგევლოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს, ინტერპელაციის წესით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით უსმენენ.

მისივე თქმით, ანაკლიის გაპარტახებაზე, მიტოვებულ შენობებსა და განადგურებულ ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ მაშინ დაეკისრება, როცა ხელისუფლებაში არ იქნება.

„ბატონო მინისტრო, თქვენ და ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატსაც იგივე მინდა ვკითხო - ბოლოს ანაკლიაში როდის იყავით? ქვიშის გორები ნანახი გაქვთ? ნანახი გაქვთ, რა თქმა უნდა, ეს ქვიშის გორები, უბრალოდ არ იმჩნევთ. არ იმჩნევთ იმას, რომ უკვე ორი წელია ანაკლიელები იხრჩობიან ამ ქვიშის გორებში და თქვენ რომ „მინისტრის საათის“ ფორმატში აქ იყავით, ანაკლიელების თხოვნა გადმოგეცით, მაგრამ პრობლემა არის იგივე. ნიავზეც კი შეუძლებელია ანაკლიაში ადამიანმა ისუნთქოს და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას მთელი ანაკლია. სანამ თქვენ აქ ყველა ერთად გადაფარებული ხართ რუსეთის ჯაშუშს, ფარცხალაძეს, ანაკლიელები იწამლებიან. პრინციპში, ანაკლიელები რომ არ გაინტერესებთ და არც საქართველოს მოქალაქეები გაინტერესებთ, ეს არახალია. განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ეს ძალიან კარგად აჩვენა, როდესაც სისტემა გადაეფარა რუსეთის ჯაშუშს, ფარცხალაძეს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა იმაში, რომ დღემდე ანაკლიის პორტი არ აშენდა. ირაკლი ჩიქოვანი ასაკით ჩემზე დიდია და წესით, უნდა ახსოვდეს ძალიან კარგად, როგორი იყო ანაკლია და როგორი წარმოუდგენელი იყო ანაკლიაში რაიმე გაკეთებულიყო. კონფორმისტი რომ არ იყოს ირაკლი ჩიქოვანი, ობიექტურობისთვის აუცილებლად აღნიშნავდა, რომ რომ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც რუსეთის დავალებით ციხეში გიზით, ანაკლია უბრალოდ არ იქნებოდა. მაინტერესებს, სასტუმრო „ოქროს საწმისი“, რომელიც დაგიტოვეთ ანაკლიაში, ფუნქციონირებადი, რატომ არის მიტოვებული, რატომაა ბალახები ამოსული, რატომაა დაკეტილი? „ოქროს საწმისის“ გვერდით მშენებარე სასტუმრო, რომელიც დაგიტოვათ წინა ხელისუფლებამ და დასასრულებელი თანხაც დაგიტოვათ, რატომაა ეს სასტუმრო მიტოვებული? ანაკლიის სანაპიროზე როდის იყავით ბოლოს, როდის ჩაატარეთ ნაპირსამაგრი სამუშაოები და გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ ფაქტობრივად, ნახევარი სანაპირო წელს ზღვამ წაიღო?!

ზღვაში რომ დგას იაპონური რესტორანი გახსნილი დაგიტოვეთ, ფუნქციონირებდა, ახლა რატომ არის შიგნით ნაგავი, რატომ არის მთელი ანაკლია გაპარტახებული და მიტოვებული? წარმოუდგენელია იმას ხედავდეთ, რაც ანაკლიაში ხდება და გული არ შეგტკიოდეთ. ანაკლიელები ანაკლიიდან გარბიან და კარგად იცით თქვენც. გარბიან იმიტომ, რომ არაა სამუშაო ადგილები არც რეგიონში და არც ქვეყანაში. და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს გარდა იმისა, რომ დიდი რეგიონალური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, სამეგრელოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ეს უნდა ყოფილიყო ათასობით სამუშაო ადგილი. არ მიკვირს, რომ დააანონსეთ ანაკლიის პორტი ვითომ აშენდებაო, 2016 წლიდან იმდენი განცხადება მოვისმინეთ ანაკლიის პორტის აშენებაზე, რომ არ გამიკვირდება კიდევ ბევრჯერ დააანონსოთ. მაგრამ გეტყვით რა იქნება, რაც არაერთხელ გვინახავს, მათ შორის ანაკლიელებს. ორ ტრაქტორს დააყენებთ, ორდღიან სამუშაოებს ჩაატარებთ, საარჩევნოდ ეცდებით, რომ მოატყუოთ საქართველოს მოქალაქეები. ამ ორი ტრაქტორის შემდეგ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ბედი, თქვენი ხელისუფლების პირობებში როგორი იქნება, არ ვიცით. არ ვიცით, იმიტომ, რომ 11 წლის განმავლობაში, თქვენ არათუ არაფერი ააშენეთ ანაკლიაში, ისიც ვერ შეძელით, რომ, რაც დაგიტოვეთ, ის შეგენარჩუნებინათ და იმისთვის მოგევლოთ. ამიტომაც აქციეთ ანაკლია მიტოვებულ და გაპარტახებულ ქალაქად, სადაც უბრალოდ რომ შეხვიდეთ, ნორმალურ ადამიანს, გული მოუკვდება“, - განაცხადა წითლიძემ.

მისივე თქმით, არავის სჯერა, რომ ანაკლიის პორტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აშენდება.

„აქ იკითხეს, როდის შემოვა ანაკლიაში პირველი გემიო და როდის დასრულდება ან დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობაო - არ ვიცი კიდევ ვინმე თუ დარჩა, რომელსაც სჯერა, რომ თქვენი, რუსული ხელისუფლების პირობებში შეიძლება ანაკლიის პორტი აშენდეს. იმიტომ, რომ ანაკლიის პორტს არამხოლოდ ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, არამედ არის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკურადაც, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ. თქვენ ვინ გკითხავთ, ბატონო მინისტრო, ანაკლიის პორტი აშენდება თუ არა ან ირაკლი ჩიქოვანს ვინ კითხავს. ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა ძალიან მკაფიოდ თქვა და თქვენ რასაც აკეთებთ 11 წელია ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, არის ის, რომ მხოლოდ ასრულებთ მის ბრძანებას, მაგრამ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენება, ანაკლიელები აუცილებლად აბრუნდებიან ანაკლიაში და საქართველოს მოქალაქეები აუცილებლად დაბრუნდებიან ამ ქვეყანაში! მანამდე თქვენც უნდა იცოდეთ, რომ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ანაკლია და ანაკლიის პორტი 11 წელია ამ მდგომარეობაშია, რა მდგომარეობაშიც ახლაა. ანაკლიის გაპარტახებაზე, მიტოვებულ შენობებსა და განადგურებულ ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებლობა, როცა ხელისუფლებაზე არ იქნებით, აუცილებლად დაგეკისრებათ ყველას“, - განაცხადა წითლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა