ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ე.წ. კანონიერი ქურდის შუკაკიძის ძმა ახლდა მარბიელ ხალხს, ჩხუბი უნდათ? - იქნება - ნიკა მელია

ნახვები: 561 ე.წ. კანონიერი ქურდის შუკაკიძის ძმა ახლდა მარბიელ ხალხს, ჩხუბი უნდათ? - იქნება - ნიკა მელია

"კალაძის გაკეთებულია.. შუკაკიძე არის ადამიანი, რომელიც არის კანონიერი ქურდი, მისი შუათანა ძმა ახლდა ამ მარბიელ ხალხს და ეს ხდება პოლიციელების გარეშე?" - ეს განცხადება ნიკა მელიამ საკრებულოს დეპუტატზე თავდასხმის შეფასებისას გააკეთა.

ნიკა მელია გლდანში თავდასხმის ეპიცენტრში იმყოფება და ამბობს, რომ სასტიკი ანგარიშსწორება კალაძის დავალებით მოხდა. მელია ამტკიცებს, რომ ხელკეტებით შეიარაღებულ ადამიანებთან ერთად ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა იმყოფებოდა. 

"მიუხედავად ყველაფრისა, 2020 წელს გლდანი ივანიშვილმა წააგო. 2 დღით ადრე არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილიც კი მოიყვანეს გლდანში, იმდენად უჭირდათ. დღეს ყველამ ვიხილეთ, რა მოხდა საკრებულოში - ირაკლის პოლიტიკური გამოსვლა ჰქონდა.

მინიმუმ 40 ადამიანი იყო ხელკეტით შეიარაღებული, შემოცვივდნენ, ეძგვერაძეს ჩათვალეთ სახლში შემოუვარდნენ, ავტოფარეხში შეუვარდნენ ხელკეტით, განტელი ჩაარტყეს ადამიანს თავში.
კალაძე და ღარიბა და გომელაური გამოდის და რაზე საუბრობს, 2020 წელს რომ შერჩა ის, რაც შერჩა - ვიღაცების გამო, რომ გაპრავდა ის არჩევნები.

ან ადამიანებს დღესვე დააპატიმრებენ. კალაძის გაკეთებულია, კანონიერი ქურდი შუკაკიძე, რომელიც ვითომ ე.წ. კანონიერი ქურდია, სადენით მიერთებულია ხელისუფლებას. შუკაკიძე არის ადამიანი, რომელიც არის კანონიერი ქურდი, მისი შუათანა ძმა ახლდა ამ მარბიელ ხალხს და ეს ხდება პოლიციელების გარეშე?
 

ან ერთ დღეში ან ყველას დააკავებენ, რისი იმედიც, შეიძლება არ არსებობს, ან ღირსების საკითხია, რომ ამ კრიმინალებს არ შევატოვებთ ამ საქართველოს. სიცოცხლის დათმობა სჯობს, ასეთ უღირს მდგომარეობაში ყოფნა.

ჩხუბი უნდათ? - იქნება, იქნება სიცოცხლის ბოლომდე, ბოლო ამოსუნთქვამდე,. არ არის პოლიცია - არ არის, არ არის პროკურატურა - არ არის, მაგრამ არის ღირსება და ეს ღირსება გაგისწორდება ივანიშვილო და კალაძევ," - ამბობს ნიკა მელია. 

თავდასხმა საკრებულოს დეპუტატზე - ნაცემია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ეძგვერაძე. შემთხვევა გლდანში "ნაციონალურ მოძრაობის" დეპუტატის სახლთან მოხდა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა