თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

სოფო ჯაფარიძე - რაც გუშინ ვიხილეთ, ხელისუფლების ბოლო ჟამია - ყველაზე ტრაგიკული არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ ე.წ. ქურდულ სამყაროსა და პოლიციას სინქრონში ამუშავებს

ნახვები: 536 სოფო ჯაფარიძე - რაც გუშინ ვიხილეთ, ხელისუფლების ბოლო ჟამია - ყველაზე ტრაგიკული არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ ე.წ. ქურდულ სამყაროსა და პოლიციას სინქრონში ამუშავებს

რაც გუშინ ვიხილეთ, ხელისუფლების ბოლო ჟამია - ყველაზე ტრაგიკული არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ე.წ. ქურდულ სამყაროსა და პოლიციას სინქრონში ამუშავებს ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. დღეს მხოლოდ ერთი დაგვრჩენია - უნდა შევცვალოთ ეს ყველა დონეზე დამპალი რეჟიმი,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რაც გუშინ გლდანში მოხდა, ბელარუსიზაციისკენ მიმავალი გზაა.

„ეს არის ქვეყნის ბელარუსიზაციისკენ მიმავალი გზა - დიახ, ასე მხოლოდ ბელარუსსა და რუსეთში დევნიან პოლიტიკურ ოპონენტებსა და განსხვავებულ აზრს. მიხეილ სააკაშვილმა თავის გუნდთან ერთად შეძლო და ქვეყანაში ქურდული სამყარო აღმოფხვრა, დღეს კი „ქართული ოცნების“ მხრიდან ისინი [„ქურდული სამყაროს“ წევრები] სრულად რეაბილიტირებულები არიან. გუშინდელი დღე ამის ამის ნათელი მაგალითია. ყველაზე ტრაგიკული კი არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ე.წ. ქურდულ სამყაროსა და პოლიციას ამუშავებს სინქრონში ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. დღეს დაგვრჩენია მხოლოდ ერთი - უნდა შევცვალოთ ეს ყველა დონეზე დამპალი რეჟიმი. მათი შეცვლა შეგვიძლია პრინციპულობით, ერთობით და გამარჯვების რწმენით. გამარჯვება არის ისე ახლოს, როგორც არასდროს. ვიდგეთ ერთ მუშტად შეკრულები და აუცილებლად ძალიან მალე დავამარცხებთ ყველა დონეზე დამპალ სისტემას“,- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, გლდანში, თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. ეძგვერაძის განცხადებით, მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კონსტანტინე ზარნაძეა. მოგვიანებით, ადგილზე ვითარება დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ 3 პირი - პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა. შსს-მ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო, ხოლო ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული. თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი კოტე ზარნაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეძგვერაძემ „ნება უნდა იბოძოს და მტკიცებულება დადოს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა