ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საქართველოში საგარეო ვაჭრობა 15%–ით შემცირდა, ექსპორტი კი - 11%-ით

ნახვები: 387 საქართველოში საგარეო ვაჭრობა 15%–ით შემცირდა, ექსპორტი კი - 11%-ით

საქართველოს საქონლით საგარეო ვაჭრობა იანვრიდან ოქტომბრამდე, წინა წელთან შედარებით, 15%-ით შემცირდა. მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის იანვარ - ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით 1.4 - ჯერ შემცირდა და 9.159.5 მილიონი აშშ დოლარი გახდა.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა საქართველოდან საექსპორტოდ სხვა ქვეყნებში გატანილი და სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი - იმპორტირებული საქონლის ჯამური ღირებულებაა.

საქსტატის თანახად, 2020 წლის იანვარ - ოქტომბერში საქართველოდან საქონლის ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით ერთ ნახევარჯერ - 11.1%-ით შემცირდა. საქართველოში საქონლის იმპორტიც, შარშანდელთან შედარებით 16,6%-ით,შემცირდა და ეს ბოლო ხუთ წელში ყველაზე დაბალი მონაცემია.

ასევე, საქსტატის მონაცემებით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში 3728.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ეს ყველაზე მაღალი მონაცემია, ბოლო 5 წელში.

უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, იმპორტსა და ექსპორტს შორის სხვაობით მიიღება და ნიშნავს, რომ საქართველოში უფრო მეტი იმპორტირებული ნაწარმი შემოდის, ვიდრე ქვეყნიდან ქართული ნაწარმი საექსპორტოდ გადის, ანუ საქართველო მოხმარებაზე ორიენტირებული ქვეყანაა, ეს კი ეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ დეტალურ მონაცემებსა და ინფორმაციას, თუ კონკრეტულად რომელი საქონლის კლებამ განაპირობა იმპორტექსპორტის კლება, საქსტატი 19 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა