თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მიხეილ სააკაშვილი - გამოსავალი არის ყველას ერთობა

ნახვები: 617 მიხეილ სააკაშვილი - გამოსავალი არის ყველას ერთობა

გამოსავალი არის ყველას ერთობა, ოღონდ ერთობა არ ნიშნავს მრავალგზის დისკრედიტირებული ხალხის მოზიდვას და მარადიული დეპუტატების ხელახლა შრომითი მოწყობის მომზადებას - ვაპირებ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მთელი ქვეყნის პატიმრობიდან გათავისუფლებას,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ გზავნილშია აღნიშნული.

სააკაშვილის თქმით, გარდატეხა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს და არჩევნებში გამარჯვება არჩევნებამდე უნდა გაფორმდეს.

„საქართველო არის დაპყრობილი და დაპატიმრებული ქვეყანა. დაპყრობის პროცესი დაიწყო 2012 წელს, როდესაც რუსეთმა ხელში ჩაიგდო ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება და ახლა ჩვენ ამ დაპყრობის პროცესის საბოლოო ეტაპზე ვიმყოფებით.

რუსეთს ჰყავს თავისი გენერალ-გუბერნატორი საქართველოში - ივანიშვილი, რომელიც აკეთებს იმას, რაც რუსეთში ისწავლა, გვაყურებინებს წარმოდგენებს, ერთმანეთთან აჩხუბებს პრეზიდენტსა და მთავრობას, ოპოზიციის შიგნით ხელს უწყობს რამდენიმე ბანაკის ჩამოყალიბებას და ხალხს აყურებინებს მათ კინკლაობას, ევროპას და ამერიკას მუდმივად აშანტაჟებს და შესაბამისად, უქმნის რუსეთთან კონკურენციის განცდას, ვინც რეალურად მისთვის საფრთხეს წარმოადგენს, იმას ანადგურებს ფიზიკურად და მორალურად.

ივანიშვილი და რუსები თამაშობენ სიხარბეზე და ამუშავებენ ფულს, ასევე თამაშობენ წვრილმან და დიდ ამბიციებზე და უქმნიან ცალკეულ ოპოზიციურ მოღვაწეებს ფუჭ ილუზიებს, რომ სწორედ ისინი შეძლებენ იმის მიღწევას, რაც სხვას არ გამოსვლია, ოღონდ მთავარია სხვას გაემიჯნონ და რეგულარულად დაგმონ ის.

რა არის აქ გამოსავალი? პირველ რიგში, ყველას ერთობა, ვისიც შესაძლებელია, ოღონდ ერთობა არ ნიშნავს მრავალგზის დისკრედიტირებული ხალხის მოზიდვას და მარადიული დეპუტატების ხელახლა შრომითი მოწყობის მომზადებას.

ივანიშვილის მიერ ელექტრონული არჩევნების ჩატარების არ დაშვებას, არამედ მხოლოდ ევროკავშირის ან სანდო ქვეყანათა კოალიციის მიერ.

იმ ფაქტის გათავისებას, რომ გარდატეხა უნდა მოხდეს, რაც შეიძლება სწრაფად და არჩევნებში გამარჯვება უნდა გავიფორმოთ უკვე არჩევნებამდე. უარის თქმა ილუზიაზე, რომ მოხდება რაღაც მოვლენა, მაგალითად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა და ჩვენთვის უცნობი ახალგაზრდობა მორიგ ჯერზე გამოვა და ოპოზიციაც მოაჯდება ამ ახალ ტალღას.

ჯერ ერთი, ჩემი აზრით, საქართველოს მისცემენ სტატუსს, გეოპოლიტიკური მიზეზების გამო, რაც ქართველების ყოველდღიურობაში არაფერს შეცვლის და მეორეც, მითიურ ახალგაზრდულ პროტესტზე გათვლა არაფერს იძლევა, ამაზე ყოველდღიური მუშაობაა საჭირო და უფროსი თაობებიც უნდა ჩაერთონ მასში, სწორედ მათ ითამაშონ მთავარი როლი და არ გადაულოცონ ეს ფუნქცია მხოლოდ ახალგაზრდულ სტიქიას.

მე ვიცი, რომ უფროს თაობებს ბევრად მეტი აქვს დასაკარგი, უმეტესობას ვალები აქვს, სამსახურის დაკარგვის ეშინია, ბევრი გასულია და დანარჩენები გასვლაზე ოცნებობენ, მაგრამ ოცნებას აღარ ჰყავს რეალური იდეოლოგიური მხარდამჭერები, რუსეთი და ივანიშვილი არიან ისტორიის არასწორ მხარეს, უკრაინა ყველა შემთხვევაში დასავლეთის დახმარებით დაამარცხებს რუსეთს, რითიც საფუძველს დაუდებს რუსეთის დაშლის პროცესს. აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამ და სომხეთის ღიად გადახრამ დასავლეთისკენ, დაარღვია რუსეთის მთავარი პარადიგმა სამხრეთი კავკასიაში.

რუსეთს აღარ აქვს არცერთი ხალხის მხარდაჭერა კავკასიის 3 ქვეყანას შორის, ამიტომ, როგორც არ უნდა დაქსაქსოთ ოპოზიციის მოლაპარაკე თავები, მე უკვე აქ ვარ და ვაპირებ აქტიურად ჩავერთო ყველა ღირსეული ადამიანის გაერთიანებაში, მათ შორის მასიურად ახალი ხალხის მოყვანაში.

მე თვითონაც საკუთარ საკადრო შეცდომებზე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, პატიმრობაში კარგად დავინახე თუ ვინ ვინ არის და ვაპირებ, არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მთელი ქვეყნის პატიმრობიდან გათავისუფლებას!“,- აცხადებს სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა