ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ალუდა ღუდუშაური - მიხეილ სააკაშვილი არის ამ ქვეყნის სირცხვილი

ნახვები: 680 ალუდა ღუდუშაური - მიხეილ სააკაშვილი არის ამ ქვეყნის სირცხვილი

მიხეილ სააკაშვილი არის ამ ქვეყნის სირცხვილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ერთობის აუცილებლობის თაობაზე.

მისი თქმით, „სააკაშვილს, გვარამიას, უგულავას, მერაბიშვილს, ადეიშვილს და ამ კოჰორტას ღირსებით სავსე ქვეყანაში ნული აქვთ შანსი [ხელისუფლებაში მოსვლის]”.

„გასაგებია მათი ფერისცვალება და უგულავა რომ ვიღაცებს ჩაანაცვლებს. როგორ გამეტებით ტალახს ესროდნენ და რეებს იძახდნენ ერთმანეთზე, ეს ხომ კარგად გვახსოვს?! არსად არავის წაუღია ის, რომ უგულავას შეფასებით, ეს ადამიანი იყო ჯართი. 2017 წელს უგულავასთვის ჯართი, 2023 წელს ქართველი ხალხისთვის მომავლის მომტანი როგორ უნდა იყოს? რამდენიმე თვის უკან ქართულადაც კი არ ისურვა საუბარი და მოითხოვა თარჯიმანი, ყველაფერი ქართული აქვს დავიწყებული. თავმოყვარეობის ნატამალიც კი არ აქვს და რა პოლიტიკა და ნათელი მომავალი უნდა შესთავაზოს ადამიანმა, რომელსაც უმძიმესი ბრალდებები აქვს წაყენებული და ერთ ბრალდებაზეც არ აქვს პასუხი გაცემული, სასამართლოში საუბრობს მხოლოდ აბსურდულ რაღაცებზე, სხვა გალაქტიკაში იმყოფება და არ აკეთებს შეპასუხებას იმისას, როგორ ხდებოდა ადამიანების წამება, ქუჩაში უმოწყალოდ დარბევა, დგას და აბსოლუტურ დემაგოგიაშია",- განაცხადა ღუდუშაურმა.

ის ასევე გამოეხმაურა ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ ტელევიზიაში დაბრუნებას არ გეგმავს და 2024 წელს ივანიშვილის დამარცხების თანამონაწილე იქნება.

„გვარამია პოლიტიკისგან შორს არასდროს ყოფილა, ის პოლიტიკაში იყო, არ ვიცი ახლა ბრძოლას აანონსებს. კარგად გვახსოვს საკუთარ ტელევიზიას როგორ იყენებდა - ჭიქაში კომპოტი ჰქონდა და წითელი კომპოტით რომ სისხლი უნდა დაელია, მოზღვავებული წყურვილი ჰქონდა, რომ სისხლი დაელია ვიღაცების. გვარამია რას აკეთებდა იმ დროს, როცა ხელისუფლებაში იყო და ძალაუფლება ჰქონდათ გამოგლეჯილი ქართველი ხალხის ხელიდან, ესეც გვახსოვს, პირად ამბიციებს გადააყოლეს ქვეყნის ინტერესები. მე გეკითხებით, ერთი დღე, ერთი წუთი, ერთი საათი მაინც თუ ყოფილა პოლიტიკის მიღმა?! - არასდროს ყოფილა. სადაც არ უნდა იყოს, ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. რაც მალე გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას, რომ პოლიტიკაშია, უკეთესი იქნება, რადგან პოლიტიკის მიღმა არასდროს ყოფილა. კარგად გვახსოვს, რომ შეკრებდა ხოლმე (ოპოზიციონერებს) და ეუბნებოდა საცივში რომ თავები გაქვთ, ამოყავით თავებიო”, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა