სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

თინა ბოკუჩავა - ნიშანდობლივია, რომ გადატრიალების მოტივით გამოძიება არჩევნების წინ იწყება და შემდეგ ვერავის გამოვლენა ვერ ხდება

ნახვები: 525 თინა ბოკუჩავა - ნიშანდობლივია, რომ გადატრიალების მოტივით გამოძიება არჩევნების წინ იწყება და შემდეგ ვერავის გამოვლენა ვერ ხდება

ნიშანდობლივია, რომ გადატრიალების მოტივით გამოძიება არჩევნების წინ იწყება და შემდეგ ვერავის გამოვლენა ვერ ხდება - საინტერესოა, რომ ამ თემაზე დაწყებული გამოძიების სტატისტიკური კვლევა ვაწარმოოთ, - ასე პასუხობს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით, სუს-ში, სერბეთის მოქალაქეების, ჯგუფ „კანვასის“ სამი წევრის გამოკითხვაზე დაბარების თაობაზე დასმულ კითხვას.

ბოკუჩავას თქმით, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას სუს-ის მუდმივი ბოდვა მოგონილ სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით მობეზრდა. მისივე შეფასებით, ადგილი აქვს მნიშვნელოვანი თემების ფსევდო თემებით გადაფარვის მცდელობას.

„ესეც მორიგი ფარსია, რაც რეალურად მნიშვნელოვანი, ივანიშვილისთვის პრობლემური თემების გადაფარვის მიზანს ემსახურება - მათ შორისაა თემა, როცა მისი გარემოცვის საკვანძო წევრი ოთარ ფარცხალაძე სანქცირებულია აშშ-ს მიერ და აღწერილია როგორც რუსი-ქართველი ოლიგარქი. ივანიშვილმა მიიღო გზავნილი, რომ სანქციების წრე ვიწროვდება და მასთან სულ უფრო ახლოს მიდის. ეს არის ის, რაც რეალურად ბიძინა ივანიშვილს აღელვებს. შესაბამისად, ეს აღელვებს სუს-ს და ყველა სხვა უწყებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება. ამიტომ ამ მნიშვნელოვანი თემის გადასაფარად რაღაც ფსევდო თემები უნდა მოიფიქრონ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა