ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

თეონა აქუბარდია უმრავლესობას - შეთქმულებებისა და გადატრიალებების სერიების ციკლმა ანტიამერიკული პროპაგანდის მძლავრი კამპანიის სახე მიიღო

ნახვები: 541 თეონა აქუბარდია უმრავლესობას - შეთქმულებებისა და გადატრიალებების სერიების ციკლმა ანტიამერიკული პროპაგანდის მძლავრი კამპანიის სახე მიიღო

ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან შეთქმულებებსა და გადატრიალებებზე საუბარი უკვე გასცდა შიდა პოლიტიკას და ანტიამერიკული პროპაგანდის მძლავრი კამპანიის სახე მიიღო.

მან ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ჰკითხა, შეიძლება თუ დემოკრატიული ნორმების შეზღუდვის თაობაზე განცხადება გახდეს საფუძველი იმ მოცემულობაში, „როდესაც ეს ყველაფერი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებს ძირს უთხრის“.

„წინა ხელისუფლების დროს გადატრიალების შესახებ არაერთი განცხადება მომისმენია პირადად. თქვენ კი არ იყავით მაშინ წინა ხელისუფლებასთან ოპონირების რეჟიმში და არც თქვენი ხმა გამიგია, მაგრამ ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ამ პროცესს აკვირდებოდნენ, არამედ გარკვეულწილად პოზიციას გამოთქვამდნენ, ახლა ამ განმარტებით ბარათში ვკითხულობ, რომ სუს-ის განცხადება არის საფუძველი იმისა, რომ შეიზღუდოს შეკრებისა და მანიფესტაციების კონსტიტუციური უფლება, თან აქ საუბარია, რომ განცხადება და არა დასრულებული გამოძიება. შესაბამისად, მაინტერესებს ამ შეთქმულებების და გადატრიალებების სერიების ეს განგრძობითი ციკლი, რომელიც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს გვახსოვს, ახლა ამ ხელისუფლების დროს, ამ შემთხვევაში ეს უკვე გასცდა შიდა პოლიტიკას და ანტიამერიკული პროპაგანდის მძლავრი კამპანიის სახე მიიღო“,-განაცხადა აქუბარდიამ.

მან გაიხსენა, რომ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე, რომლის გამოძიებაზეც საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს.

„დასრულდა თუ არა გამოძიება და დადგენილია თუ არა, რომ „გლობალური ომის პარტია“ ქვეყნის შიგნით გადატრიალებას გეგმავს ან სუს-ის ე.წ. კრებსების გამოძიება, ჩვენ არ გვაქვს ამაზე პასუხი ისევე, როგორც 2014 წელს მახსოვს დაანონსებული „საბურავების რევოლუცია“ იმდროინდელი სამსახურების მხრიდან, რომელსაც გამოძიების შედეგები არ ჰქონია. თუ ეს ასეა, ხომ არ ავკრძალოთ მაშინ ტრენინგები ისევე, როგორც საბურავებიც, რომ რეჟიმი ბოლომდე დაცული იყოს. სიმართლე გითხრათ, ცოტა მიჭირს ამ თემაზე საუბარი, იმდენად ალოგიკურია ეს ყველაფერი, მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს თქვენი აზრი, შეიძლება დემოკრატიული ნორმების შეზღუდვის თაობაზე განცხადება გახდეს საფუძველი იმ მოცემულობაში, როდესაც ეს ყველაფერი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებს ძირს უთხრის“, - მიმართა აქუბარდიამ პაპუაშვილს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა