ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

დღეს, ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას ქუთაისში გამართავს

ნახვები: 405 დღეს, ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას ქუთაისში გამართავს

„იქნებიან ლიდერებიც, ყველა ის ადამიანი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია რეჟიმის დამარცხება, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება," - განაცხადა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, დღეს, 4 ნოემბერს, ერთიანი ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას კიდევ ერთხელ, ამჯერად ქუთაისში გამართულ აქციაზე მოითხოვს.

მოქალაქეები 17:00 საათზე ქუთაისის ცენტრში, თოჯინების თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან.

"რა თქმა უნდა, იქნებიან როგორც ქუთაისიდან, ასევე იმერეთიდან. იქნებიან ლიდერებიც, ყველა ის ადამიანი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია რეჟიმის დამარცხება, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება. ველოდებით სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებსაც. ქუთაისში ჩვენი გამარჯვება იყო უპირობო, რაზეც თანხმდება ყველა", - თქვა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ: ოპოზიციის საპროტესტო აქციები უკვე გაიმართა ზუგდიდსა და ბათუმში. შაბათს, 6 ნოემბერს, მასშტაბური აქციაა დაგეგმილი თბილისში, თავისუფლების მოედანზე, რომელსაც მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა