ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ჯოზეფ ბორელი - ხარკოვის ოლქის სოფელ გროზას დაბომბვა მორიგი საზარელი თავდასხმაა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

ნახვები: 518 ჯოზეფ ბორელი - ხარკოვის ოლქის სოფელ გროზას დაბომბვა მორიგი საზარელი თავდასხმაა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაზე რუსი სამხედროების თავდასხმას გამოეხმაურა.

„მორიგი საზარელი თავდასხმა უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, გარდა ყოველდღიური განურჩეველი თავდასხმებისა, რომელსაც რუსეთი განაგრძობს ფრონტის ხაზთან“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ბორელის თქმით, მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართული თავდასხმა ომის დანაშაულია და ყველა პასუხისმგებელი პირი იქნება დასჯილი. ამასთან, ჯოზეფ ბორელმა დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და აღნიშნა, რომ ევროკავშირი უაღრესად აფასებს უკრაინელი ხალხის ძალას, გამბედაობასა და წინააღმდეგობას.

რუსეთის ძალებმა ხარკოვის ოლქში სოფელი გროზა დაბომბეს, ვრცელდება ინფორმაცია 51 დაღუპულისა და ექვსი დაშავებულის შესახებ. დაბომბილია კაფე და მაღაზია. უკრაინული მხარის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, ობიექტს „ისკანდერის“ ტიპის რაკეტა მოხვდა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა