რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ლევან ხაბეიშვილი - რვა თვის განმავლობაში მოთქმა, გოდება, წკმუტუნი და ტირილი არ მიმაჩნია სწორად

ნახვები: 526 ლევან ხაბეიშვილი - რვა თვის განმავლობაში მოთქმა, გოდება, წკმუტუნი და ტირილი არ მიმაჩნია სწორად

გულწრფელად ვწუხვარ, რომ ამდენი თვის შემდეგაც კონკრეტულმა ადამიანებმა ვერ გადალახეს ფსიქოლოგიური ბარიერი, რომ შიდაპარტიულ არჩევნებში დამარცხდნენ - ვისურვებდი, რომ კონკრეტულ ადამიანებს ეყოთ ვაჟკაცობა იმის, რომ ეს შედეგი რომელიც დადგა, უბრალოდ მიიღონ და რვა თვის განმავლობაში ცოტა არ იყოს და მოთქმა, გოდება, წკმუტუნი და ტირილი, მე არ მიმაჩნია სწორად , - ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობა” ნებისმიერ ადამიანთან თანამშრომლობისთვის მზად არის, ოღონდ არა იმ ხალხთან, ვინც ფსიქოლოგიურად ვერ გადალახა რვა თვის გამავლობაში პარტიული მარცხი.

“ვწუხვარ, რომ საკმაოდ არასაქმიანი შეხვედრა გამოვიდა, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტიის გარდა, ახსენებენ აბსოლუტურად ყველაფერს, ძალიან ბევრ ადამიანს ვცემ პატივს, მათ შორის, იმ ხალხს ვინც წარმოდგენილი იყო გუშინ ამ შეხვედრაზე. ვიმედოვნებ, რომ დროს არ დახარჯავენ “ნაციონალური მოძრაობის” დისკრედიტაციაში. არ შეეჯიბრებიან “პოსტივის” და ტელეკომპანია “იმედს” “ნაციონალური მოძრაობის” ლანძღვაში. არ გაუწვენ კონკურენციას კობახიძეს, მდინარაძეს, ბიძინა ივანიშვილს, ღარიბაშვილს, რომ ლანძღონ მთავარი ოპოზიციური პარტია. მე გულწრფელად ვწუხვარ, რომ ამდენი თვის შემდეგაც კონკრეტულმა ადამიანებმა ვერ გადალახეს ფსიქოლოგიური ბარიერი, რომ შიდაპარტიულ არჩევნებში დამარცხდნენ. მე ვისურვებდი, რომ კონკრეტულ ადამიანებს ეყოთ ვაჟკაცობა იმის, რომ ეს შედეგი რომელიც დადგა უბრალოდ მიიღონ და რვა თვის განმავლობაში ცოტა არ იყოს და მოთქმა, გოდება, წკმუტუნი და ტირილი, მე არ მიმაჩნია სწორად. ყველა ადამიანს, ვისაც უნდა ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტიის წინააღმდეგ ბრძოლა ცხადია მივესალმებით. ცხადია, კარი არის ღია და ნებისმიერ ადამიანთან სათანამშრომლოდ მზად ვართ, ოღონდ არა იმ ხალხთან, ვინც ფსიქოლოგიურად ვერ გადალახა ამ რვა თვის გამავლობაში პარტიული მარცხი. შესაბამისად, ვწუხვარ გულწრფელად, რომ ნაცვლად იმისა, რომ რაღაც საქმიანი დისკურსიას ჰქონოდა ადგილი, ჩვენ მივიღეთ დღე როცა კონკრეტული ადამიანები, სუბიექტებისთვის მნიშვნელოვანი იყო მთავარი ოპოზიციური პარტიის ლანძღვა. იმ პარტიის ლანძღვა, რომელსაც თავს ესხმის სამთავრობო, რუსული პროპაგანდისტული მედიები, კობახიძე, ღარიბაშვილი და რუსული პარტია”, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ელოდებით თუ არა იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია პარტიას დატოვებს, რაზეც ხაბეიშვილი ამბობს, რომ არანაირი ინტერესი არ აქვს, ნიკა მელია რას გააკეთებს.

“არანაირი ინტერესი არ მაქვს, ეს ერთი კონკრეტული ადამიანი { ნიკა მელია}, რას გააკეთებს. საქმიანად, ვისაც უნდა რუსული პარტიის წინააღმდეგ ბრძოლა მზად არის “ნაციონალური მოძრაობა” მასთან ერთად იბრძოლოს, მაგრამ კონკრეტული ადამიანები, ვინც გადაასწრო კობახიძეს, რუსულ პარტიას, “პოსტივის”, “იმედს” და მათ პროპაგანდას, ვწუხვარ, მაგრამ ამ ადამიანებთან არაფერი საერთო არ გამოვა”, - განაცხადა მან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა