ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

გია ვოლსკი - უმრავლესობა ოჩამჩირეში სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს მხარს არ დაუჭერს

ნახვები: 515 გია ვოლსკი - უმრავლესობა ოჩამჩირეში სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს მხარს არ დაუჭერს

ოპოზიციურ ფლანგზე ასეთი სახის რეზოლუციებს არათუ მხარს არ დავუჭერთ, არამედ საერთოდ არც უნდა განიხილებოდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ „თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილებაზე რეზოლუციის მიღებას ითხოვენ“.

„მუდმივად არის, სულ მცირე, პროვოკაციის მცდელობა, რომ ეს პოლიტიკური სუბიექტები და ადამიანები რაღაცას წარმოადგენენ იმ დიდ პოლიტიკასა და ურთულეს სიტუაციაში, რაც დღეს საქართველოს შეუქმნა რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციამ და არამხოლოდ ოკუპაციამ. ამ რეალობაში ასეთი წამოკნავლებები, რასაკვირველია, ადეკვატური არ არის. 2009 წელს რუსეთის ფედერაციამ მყარად და არაორაზროვნად განაცხადა, რომ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზა უნდა ააშენოს, რასაც მრავალი წელი სჭირდება – დაწყებული ზღვის სიღრმის უზრუნველყოფიდან და ინფრასტრუქტურით დამთავრებული. მას შემდეგ ამ მიმართულებით არანაირი მოძრაობა არ იყო შემჩნეული. საქართველოს ოკუპაციის პრობლემა გაცილებით მძიმე და რთულია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა