თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

შალვა პაპუაშვილი - რეგლამენტში ცვლილებები არ განიხილება დაჩქარებული წესით

ნახვები: 520 შალვა პაპუაშვილი - რეგლამენტში ცვლილებები არ განიხილება დაჩქარებული წესით

რეგლამენტში ცვლილებები არ განიხილება დაჩქარებული წესით, შესაბამისად, მისი მიღება მოხდება იმპიჩმენტის საკითხის შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, რეგლამენტში ცვლილებები გარკვეული ხარვეზების აღმოსაფხვრელად ხორციელდება.

„რადიკალურ ოპოზიციას აქვს არა მხოლოდ კომპეტენციის პრობლემა, არამედ, როგორც ჩანს, წერა-კითხვის პრობლემაც აქვს. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ ხდება. მისი მიღება მოხდება კარგა ხნის შემდეგ, როცა გადაწყდება იმპიჩმენტის საკითხი. ანუ, არანაირი კავშირი ამასთან არ აქვს. სინამდვილეში ეს დაკავშირებულია იმ ცვლილებებთან, რომლებიც ეტაპობრივად ხორციელდება პარლამენტის რეგლამენტში გარკვეული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, პროცედურების დასახვეწად.

არსებულ რეგლამენტში არის საკითხები, რომლებიც წყდება ფარული და ღია კენჭისყრით. მათ შორის, სხვადასხვა თანამდებობაზე არჩევის დროს. დღევანდელ რეგლამენტს თუ ჩახედავთ, არის აბსოლუტურად უსისტემო. მაგალითად, საქსტატის საბჭოს წევრს ვირჩევთ ფარული კენჭისყრით და კომუნიკაციის კომისიის საბჭოს წევრს – ღია კენჭისყრით. ინიციირების იდეა არის შემდეგი, რომ ის, რაც კონსტიტუციაშია გათვალისწინებული, როგორც ფარული კენჭისყრა, მხოლოდ მასზე იყოს ფარული კენჭისყრა და ეს არის ერთადერთი კენჭისყრა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში. სხვა დანარჩენი კენჭისყრები იყოს ღია.

იცით, რომ ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველთან დაკავშირებითაც გავხსენით კენჭისყრა. ასე რომ, თუ შეხედავთ სიას, მაგალითად, ფარულია საქსტატი, საპენსიო ფონდის საბჭოს წევრების არჩევა რატომღაც ფარულია, კომუნიკაციის კომისიის არჩევა არის ღია, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლის არჩევა ფარულია და უზენაესი სასამართლოს არჩევა – ღია. ანუ, ლოგიკა არ არის და ამიტომაც, ვფიქრობ, ეს პირიქით, წაადგება გამჭვირვალობას.

ეს არგუმენტი არ არის ვალიდური, ვინაიდან მაშინ რა ლოგიკით არის ფარული საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში მოსამართლის არჩევა, ანუ აქ უნდა დავიცვათ დეპუტატი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევის დროს არ სჭირდებათ დაცვა? არ არის ეს ლოგიკა აქ ჩადებული, ამიტომაც ეფუძნება კონსტიტუციურ ლოგიკას, რაც კონსტიტუციაშია ფარული, იქნება ფარული“.

რეგლამენტში ცვლილებების პროექტის მიხედვით, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ფარული კენჭისყრის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მოხდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა