ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

არჩილ თალაკვაძე - ერთმანეთთან რომ დაფრინავენ, თანაუგრძნობენ, ძალიან ბევრს ფიქრობენ და ეხმარებიან დესტრუქციულ გეგმებში, არახალია

ნახვები: 593 არჩილ თალაკვაძე - ერთმანეთთან რომ დაფრინავენ, თანაუგრძნობენ, ძალიან ბევრს ფიქრობენ და ეხმარებიან დესტრუქციულ გეგმებში, არახალია

ერთმანეთთან რომ დაფრინავენ, ერთმანეთს თანაუგრძნობენ, ერთმანეთზე ძალიან ბევრს ფიქრობენ და ეხმარებიან დესტრუქციულ გეგმებში, ეს არახალია - მინდა, ვუთხრა ყველას, ვისაც არჩევნების გვერდის ავლით სურს ხელისუფლებაში დაბრუნდება, რომ არასწორი გზით მიდიან , - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე კვიპროსში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილისა და მისი თანაგუნდელების გამგზავრებას, სადაც დავით კეზერაშვილს შეხვდებიან.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, BBC-ის მიერ კეზერაშვილის შესახებ გაკეთებული სიუჟეტითა და ამერიკის მთავრობის მიერ გასაჯაროებული მონაცემებით გამოჩნდა, რომ დავით კეზერაშვილი პირდაპირ ერევა პოლიტიკაში და „ასეთი ტიპის აქტივობა ვერ შედგება, მას ქართულ პოლიტიკაში მოკავშირეები რომ არ ჰყავდეს“.

„ეს არის ადამიანი, ვისთან მიმართებითაც უმძიმესი ბრალდებები იყო როგორც მართლმსაჯულების სისტემაში, ასევე, საერთაშორისო საგამოძიებო ჟურნალისტიკის და მედიის მხრიდან. გახსოვთ, რომ BBC-მ გააკეთა სიუჟეტი, ამის შემდეგ ამერიკის მთავრობის მიერ გასაჯაროვდა მონაცემები, სადაც ჩანს, რომ დავით კეზერაშვილი პირდაპირ ერევა პოლიტიკაში. თვითონაც არაერთხელ აღიარა, რომ აფინანსებს პარტიებს, ტელევიზიებს და ეხმარება ცალკეულ პოლიტიკოსებს, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩუმად არიან. ეს დუმილი ამ შემთხვევაში, დასტურის ნიშანია. ასევე, დავით კეზერაშვილმა რადიკალურ ოპოზიციას გაუკეთა ორკესტრირება და შეცვალეს თავისი პოზიცია დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით. თავიდან ითხოვდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ვიღაცამ კულისებიდან ჯოხი დაუქნია და ისინი გამოვიდნენ ამ რეგულაციების საწინააღმდეგოდ, რაც ნიშნავს, რომ რაღაცას ფარავენ. რას მალავენ, ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენთვის კარგად ცნობილია. როგორც BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების, ისე ამერიკის მთავრობის, FARA-ს საფუძველზე გამოქვეყნებული დოკუმენტებით აღმოჩნდა, რომ ნახევარი მილიონი დოლარი მხოლოდ ერთ კონტრაქტში, საქართველოს გასაშავებლად და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად იყო გადახდილი. ასეთი ტიპის აქტივობა, ბუნებრივია, ვერ შედგება დავით კეზერაშვილს მოკავშირეები რომ არ ჰყავდეს აქ, ადგილობრივ, ქართულ პოლიტიკაში, რადიკალურ ოპოზიციაში. ისინი რომ ერთმანეთთან დაფრინავენ, ერთმანეთს თანაუგრძნობენ, ერთმანეთზე ძალიან ბევრს ფიქრობენ და ეხმარებიან ამ დესტრუქციულ გეგმებში, ეს არახალია. მინდა, ვუთხრა ყველას, ვისაც არჩევნების გვერდის ავლით სურს ხელისუფლებაში დაბრუნდება; ვისაც საქართველოს ინტერესების დაზიანებით წარმოუდგენია საკუთარი წარმატება, არასწორი გზით მიდიან. ამ არასწორი გზის დასასრული იქნება 2024 წლის არჩევნები. ჩვენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, მზად ვართ, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა. გვყავს გუნდი, რომელიც მომავალზეა ორიენტირებული და გვაქვს გეგმა, სადაც ჩვენი საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თემების შესახებ კონკრეტული საკითხებია გაწერილი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი თანაგუნდელებთან ერთად კვიპროსში გაემგზავრა. მან დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილს შეხვდება.

„არა მარტო კეზერაშვილს, არამედ ძალიან ბევრ პატრიოტ ქართველს შევხვდები“,- განუცხადა ლევან ხაბეიშვილმა „რუსთავი 2“-ს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა