თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

რეჟიმის ცვლილებისა და მიშას თავისუფლებისკენ მიმავალი გზა მართალი ადამიანების ერთობით უნდა გავიაროთ - მელია

ნახვები: 518 რეჟიმის ცვლილებისა და მიშას თავისუფლებისკენ მიმავალი გზა მართალი ადამიანების ერთობით უნდა გავიაროთ - მელია

ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღების გახსნას დაესწრო.

მელიას განცხადებით, რეჟიმის ცვლილებისა და მიშას თავისუფლებისკენ მიმავალი გზა, მართალი ადამიანების ერთობით უნდა გავიაროთ და აღნიშნავს, რომ ბოლომდე იბრძოლებს ცვლილებისა და პოლიტიკური დევნის დასრულებისათვის.

"დღეს, მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღების გახსნას დავესწარი;

საქართველოში არ უნდა არსებობდნენ პოლიტპატიმრები, პოლიტიკური პატიმრობის დასრულების ერთადერთი გზა არის რეჟიმის ცვლილება.

არ უნდა გვქონდეს რეჟიმისგან მოლოდინი, რომ ის რეჟიმის ტყვეს გაათავისუფლებს; არსებობს ბრძოლის მხოლოდ ერთი გზა, შეიძლება გრძელი გზა, მაგრამ ერთადერთი გზა, რომელიც მიზნამდე მიგვიყვანს - ეს ავტოკრატიული რეჟიმის დემოკრატიული წყობით ჩანაცვლებაა და არა მისი დემოკრატიზაციის მცდელობა....

პოლიტიკური დევნის საკითხი, არ არის შიდაპარტიული საკითხი, სადაც არ უნდა ვიყო და რომელი პლათფორმიდანაც არ უნდა გავაგრძელო ბრძოლა, ვიბრძოლებ რეჟიმის ცვლილებისა და პოლიტიკური დევნის დასრულებისათვის.... 

ყოველთვის ვუსწორებდი თვალს რეალობას, სასურველი შესაძლებლად არასოდეს წარმომიდგენია, არც მომხრეთათვის და არც ტყვეობაში მყოფი ადამიანისათვის. 

რეჟიმის ცვლილებისა და მიშას თავისუფლებისკენ მიმავალი გზა, პრინციპულობით, მორალური უპირატესობის მუდმივი დემონსტრირებით, სწორი მიზნის გარშემო, მართალი ადამიანების ერთობით უნდა გავიაროთ". - წერს ნიკა მელია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა