Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ზურაბ ჯაფარიძე - ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი ევროკავშირის შიგნით, ვისთანაც ნორმალური ურთიერთობა დარჩათ, ორბანია

ნახვები: 456 ზურაბ ჯაფარიძე - ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი ევროკავშირის შიგნით, ვისთანაც ნორმალური ურთიერთობა დარჩათ, ორბანია

ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი ევროკავშირის შიგნით, ვისთანაც დარჩათ ნორმალური ურთიერთობა, ეს არის ორბანი, - ასე შეაფასა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტი.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ქვეყანა იზოლაციისკენ მიჰყავს.

„ეს ქვეყანა ამ ხელისუფლებას ისედაც მიჰყავს იზოლაციისკენ, ღარიბაშვილს მეგობრად მარტო უნგრეთის პრემიერი ორბანი დარჩა. ევროპის შიგნით, ნატო-ში ჩვენ მეტი მეგობარი ქვეყანა აღარ დაგვრჩა, მაშინ, როცა, წლების განმავლობაში მთელი რიგი ქვეყნები არსებობდნენ, რომლებიც საქართველოს ინტერესებს ნატო-სა და ევროკავშირში მუდმივად ლობირებდნენ. ეს თავისთავად ინდიკატორია იმის, რომ ჩვენ უკვე ვართ იზოლაციაში. ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ, რაც გვაქვს იმის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ეს უბრალოდ ჩვენი დასავლელი მეგობრების კეთილი ნებაა, რომ არ გვწირავენ ბოლომდე, თორემ იზოლაციაში ეს ქვეყანა ისედაც არის. ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი ევროკავშირის შიგნით, ვისთანაც დარჩათ ნორმალური ურთიერთობა, ეს არის ორბანი. ზოგადად, არაფერი ცუდი იმაში არა, რომ ჩვენ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანასთან გვქონდეს კარგი ურთიერთობა, მათ შორის უნგრეთთან და უნგრეთის ლიდერთანაც, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ორბანის ხელისუფლება ევროკავშირის შიგნით, ევროკავშირის ქვეყნებისთვის არის პრობლემა და ამაზე ისინი, ხშირ შემთხვევაში, ღიადაც საუბრობენ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა