ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გიგა ბოკერია - რუსეთის ბოროტმოქმედ დიქტატურად გამოცხადებისას არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს წინ წამოწევს

ნახვები: 551 გიგა ბოკერია - რუსეთის ბოროტმოქმედ დიქტატურად გამოცხადებისას არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს წინ წამოწევს

რუსეთის ბოროტმოქმედ დიქტატურად გამოცხადებისას არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს წინ წამოწევს, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ევროსაბჭოს მიერ რუსეთის დიქტატურად გამოცხადებას.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, თავისუფალი სამყაროს სხვადასხვა ინსტიტუციებიდან დაგვიანებული, თუმცა ლოგიკური, ლეგიტიმური და საჭირო პროცესი მიდის პუტინის რუსეთის, როგორც ბოროტმოქმედი, ტერორისტული სახელმწიფოს შეფასებისა.

„ბოლო დღეებში საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი „ჰოლოდომორიც“ აღიარდა გენოციდად, რომლის მემკვიდრეც არის დღევანდელი რუსეთი. ასეთ დროს კი ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს მორალური და პრაგმატული თვალსაზრისით წინ წაწევდა.

არ გვყავს მთავრობა, რომელიც მაგალითად 90-იანებში საქართველოში რუსების მიერ ქართველთა გენოციდს ან 2008 წლის აგრესიის შედეგად განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას დააყენებდა საკითხად. ამ ყველაფრის ნაცვლად, ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც დასავლეთისგან იზოლაციაში გვაქცევს და პირისპირ, მარტოებს გვტოვებს რუსეთთან,“ - თქვა გიგა ბოკერიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა