ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ჩემი კოლეგა ელენე ხოშტარია უფრო მადარდებს, რომელიც ნამდვილად მეშვიდე დღეა, შიმშილობს და უკვე ცუდად არის - ირაკლი ზარქუა

ნახვები: 341 ჩემი კოლეგა ელენე ხოშტარია უფრო მადარდებს, რომელიც ნამდვილად მეშვიდე დღეა, შიმშილობს და უკვე ცუდად არის - ირაკლი ზარქუა

ჩემი კოლეგა ელენე ხოშტარია მადარდებს, რომელიც ნამდვილად მეშვიდე დღეა, შიმშილობს და უკვე ცუდად არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განუცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაყვანა უმაღლესი სტანდარტის დაცვით მოხდა, დანარჩენ კითხვებზე პასუხს კი, შესაბამისი უწყების მინისტრი გასცემს.

"რადიკალური ოპოზიციის განცხადებები იყო, თითქოს მიხეილ სააკაშვილმა გონი დაკარგა, სახელს ვერ იხსენებს, ვერ დადის და აღმოჩნდა, რომ ეს სიცრუე იყო, ასევე აღმოჩნდა, რომ ადამიანი იმდენად ჯანმრთელია, 40 დღის შიმშილობის, საკუთარი ჯანით შეუძლია არა მხოლოდ გადაადგილდება, არამედ სირბილით და დატვირთვით მთელი კორიდორი გაიაროს

უფრო ჩემი კოლეგა ელენე ხოშტარია მადარდებს, რომელიც ნამდვილად მეშვიდე დღეა, შიმშილობს და უკვე ცუდად არის. რაც შეეხება სააკაშვილს, ფარდა ჩამოეხსნა აფიორას, თითქოს სააკაშვილი იყო მომაკვდავი და ადამიანებს ვერ ცნობდა, ეს სიცრუე დაიფშვნა. სააკაშვილი უზრუნველყოფილია სამედიცინო სერვისით და მისი უსაფრთხოება დაცულია. ეს არ არის 2012 წლამდე ციხე, როცა ადამიანებს კვირების განმავლობაში დილეგში აგდებდნენ, აწამებდნენ, წყალში აყენებდნენ და სხეულზე სიგარეტს აწვავდნენ - ეს არ აგერიოთ, სხვა დროა", - განაცხადა ზარქუამ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა