ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გიორგი მსხილაძე - პრეზიდენტი მიწვეულია პარლამენტში, შესაბამისად, სიტყვით გამოსვლის უფლება ექნება

ნახვები: 553 გიორგი მსხილაძე - პრეზიდენტი მიწვეულია პარლამენტში, შესაბამისად, სიტყვით გამოსვლის უფლება ექნება

პრეზიდენტის მოწოდება ეკუთვნოდა იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში არიან, ეს გულისხმობდა იმას, რომ დეპუტატები, რომლებიც განწყობილი არიან ამ პროცესის მიმართ ისე, როგორც პრეზიდენტი, რომ ეს არის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული პროცესი, დამდგარიყვნენ გარეთ და არ შესულიყვნენ დარბაზში, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

ამასთან, მსხილაძის თქმით, პრეზიდენტი როდესაც მივა პარლამენტში იმპიჩმენტის განხილვაზე, სიტყვით გამოვა.

„როდესაც „ქართულ ოცნებას“ დასჭირდა, უცბად 94 ხმის მოგროვება, მოხდა ისე, რომ თვითონ დეპუტატები არკვევდნენ ერთმანეთში, თუ რომელმა დააჭირა ღილაკს ხელი, ამიტომ ასეთი გაურკვევლობა რომ ავიცილოთ თავიდან, უბრალოდ პრეზიდენტის მოწოდება იყო, ვინც ფიქრობს, რომ ეს პროცესი მიმართული არის საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, ის დეპუტატები დადგნენ გარეთ და ამით გამოხატონ თავის პროტესტი. პარლამენტი ჩვენ დაგვიკავშირდა გუშინ და პრეზიდენტი მოწვეული არის პარლამენტში, შესაბამისად, სიტყვით გამოსვლის უფლება პრეზიდენტს ექნება. სამწუხაროდ გადაწყვეტილი არ იყო როდის დაინიშნება აღნიშნული განხილვა. სიტყვით აუცილებლად გამოვა, იმიტომ რომ ამას ითვალისწინებს პროცედურა“, – განაცხადა მსხილაძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა