რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ხატია დეკანოიძე „ქართულ ოცნებას“ - შეწყვიტეთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის სამარცხვინო პროცესი, ეს არის ძალიან მძიმე საქართველოს რეპუტაციისთვის

ნახვები: 478 ხატია დეკანოიძე „ქართულ ოცნებას“ - შეწყვიტეთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის სამარცხვინო პროცესი, ეს არის ძალიან მძიმე საქართველოს რეპუტაციისთვის

შეწყვიტეთ ეს სამარცხვინო პროცესი, ეს არის ძალიან მძიმე საქართველოს რეპუტაციისთვის, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ.

დეკანოიძის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

„მე მინდა ყველას ესმოდეს, ვინც ახლა მარჯვენა მხარეს ზის, რამდენად მძიმე პროცესში მონაწილეობთ ყველა. საქართველოს ისტორიაში პირველად, იმისთვის, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა თავის კოლეგებს ზუსტად საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის და საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, თქვენ მოხვედით და გინდათ, რომ მწვანე ღილაკს დააჭიროთ ხელი. ეს არის სამარცხვინო პროცესი. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ თუ რამე უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს, ეს არის თქვენი გადაწყვეტილებები და განსაკუთრებით საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ძალიან ბევრისგან განსხვავებით თქვენ უნდა იყოთ ყველას პარლამენტის თავმჯდომარე. შეწყვიტეთ ეს სამარცხვინო პროცესი, ეს არის ძალიან მძიმე საქართველოს რეპუტაციისთვის“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა