რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

პიროვნულად შეიძლება არც არაფერს ერჩოდნენ გრიგოლ ვაშაძეს, ნინო ანანიაშვილის ქმარი მაინც არის - ირაკლი კობახიძე

ნახვები: 510 პიროვნულად შეიძლება არც არაფერს ერჩოდნენ გრიგოლ ვაშაძეს, ნინო ანანიაშვილის ქმარი მაინც არის - ირაკლი კობახიძე

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ხალხმა პრეზიდენტად აგირჩიათ ისაა, რომ არ უნდოდათ „ნაციონალი“ პრეზიდენტი, თორემ პიროვნულად შეიძლება არც არაფერს ერჩოდნენ გრიგოლ ვაშაძეს, ნინო ანანიაშვილის ქმარი მაინც არის, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ხალხმა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად მეორე ტურში იმიტომ აირჩია, რომ „ნაციონალების“, კრიმინალების შეწყალების ეშინოდა და ზურაბიშვილმა სწორედ ამას უღალატა.

„ხალხმა, თქვენ, სხვათა შორის, სხვადასხვა მიზეზის გამო აგირჩიათ. ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ არ უნდოდათ, „ნაციონალი“ პრეზიდენტი, თორემ პიროვნულად შეიძლება არც არაფერს ერჩოდნენ გრიგოლ ვაშაძეს, ნინო ანანიაშვილის ქმარი მაინც არის, მაგრამ არ უნდოდათ „ნაციონალური“ პრეზიდენტი. დღეს თქვენ ხართ „ნაცმოძრაობაში“. ხალხმა აგირჩიათ მეორე ტურში, იმიტომ რომ ხალხს „ნაციონალების“, კრიმინალების შეწყალების ეშინოდა. თქვენ შეიწყალეთ კრიმინალი „ნაციონალი“ცოტა ხნის წინ. რისთვისაც აგირჩიათ თქვენ ხალხმა, სწორედ იმას უღალატეთ. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რატომ არ შეიძლება დარჩეთ თქვენ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე,“ - განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა