ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში არ გადაიყვანენ, რომ ის საზოგადოების წინაშე არ გამოჩნდეს - დიტო საძაგლიშვილი

ნახვები: 399 მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში არ გადაიყვანენ, რომ ის საზოგადოების წინაშე არ გამოჩნდეს - დიტო საძაგლიშვილი

იუსტიციის სამინისტრო არ გადაიყვანს მიხეილ სააკაშვილს სასამართლო დარბაზში და შეეცდება ხელოვნური მიზეზის მოფიქრებას, იმისთვის რომ ხელისუფლებამ არ დაუშვას მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა საზოგადოებაში, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი საუბრობს.

„მიხეილ სააკაშვილი მისი დაკავების დღიდან ითხოვს სასამართლო პროცესის ჩანიშვნას, ჩვენ გვაქვს არაერთი წერილობითი მოთხოვნა ჩაბარებული სასამართლოსთვის და თითქმის ყოველ დღე ზეპირად ვაკეთებთ ასეთ განცხადებას, თუმცა ვნახეთ, რომ ხელისუფლებამ არ ჩანიშნა არცერთი სასამართლო პროცესი, ამის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა დაგვიანონსა, რომ მისი რეკომენდაციაა რომ 10 ნოემბერს სასამართლოში ჩასატარებელი პროცესი რომელიც მანამდე იყო განსაზღვრული არ უნდა გამართულიყო სასამართლოს შენობაში.

ამის შემდეგ ვნახეთ სასამართლოს გადაწყევტილება რომელმაც თქვა, რომ უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სასამართლოს შენობაში და შესაბამისად დარბაზში მოხდეს პროცესის ჩატარება, მაგრამ მე მგონია, რომ იუსტიციის სამინისტრო არ მოახდენს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას და შეეცდება ხელოვნური მიზეზის მოფიქრებას, იმისთვის რომ ხელისუფლებამ არ დაუშვას მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა საზოგადოებაში და არ ქონდეს საზოგადოებას შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია და გზავნილი მიხეილ სააკაშვილისგან.

საქმის განხილვა არის ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე და გრძელდება სწორედ ამ ეტაპიდან, რაც შეეხება, იმას მოახერხებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პროცესში მონაწილეობის მიღებას დღეს არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით ის შეძლებს სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღებას", - დიმიტრი საძაგლიშვილი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა