ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საელჩო - „ჯორჯიან ეარვეისი“ 22 ოქტომბრიდან აჩერებს ფრენებს თელ - ავივის მიმართულებით, თუმცა თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს რეგულარულად ახორციელებენ ისრაელის ავიაკომპანიები

ნახვები: 550 საელჩო - „ჯორჯიან ეარვეისი“ 22 ოქტომბრიდან აჩერებს ფრენებს თელ - ავივის მიმართულებით, თუმცა თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს რეგულარულად ახორციელებენ ისრაელის ავიაკომპანიები

ვრცელდება უსაფუძვლო ინფორმაცია, რომ ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება! ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი განაგრძობს მუშაობას! - ამის შესახებ ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

ამასთან, როგორც საელჩოში აღნიშნავენ, „ჯორჯიან ეარვეისი“ 22 ოქტომბრიდან აჩერებს ფრენებს თელ - ავივის მიმართულებით, რაც დაკავშირებულია საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების ცალკეულ რეგულაციებთან.

„რაც შეეხება ისრაელი - საქართველოს მიმართულებით ფრენებს, გვაქვს რამდენიმე სიახლე: როგორც ცნობილია კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ განაცხადა, რომ კომპანია 22 ოქტომბრიდან აჩერებს ფრენებს თელ - ავივის მიმართულებით, რაც დაკავშირებულია საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების ცალკეულ რეგულაციებთან. თუმცა ისრაელში მცხოვრები თანამემამულეების და სხვა დაინტერესებული საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ინარჩუნებენ და რეგულარულად ახორციელებენ ისრაელის ავიაკომპანიები: - ელ ალი - ისრეარი - აირკია. ამასთან, კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი” ამატებს ყოველდღიურ რეისებს ლარნაკა-თბილისის მიმართულებით და ამ ტრანზიტული მარშრუტით სარგებლობა ასევე შეეძლებათ ისრაელიდან საქართველოში გამგზავრების მსურველთ.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში, ისრაელი-საქართველოს მიმართულებით შესრულებულ რეისებზე (როგორც ჯორჯიან ეარვეისის, ისე - ელ ალის, ისრეარის და აირკიას მიერ) შეინიშნებოდა დაბალი მოთხოვნა და იყო თავისუფალი ადგილები“, - ნათქვაია საელჩოს განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა