რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

აშშ-მა სანქციები დაუწესა რვა ფიზიკურ პირს „ჰამასის“ მხარდაჭერისთვის, ასევე დაჯგუფების დაფინანსებასა და მომზადებაში ჩართულ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მაღალჩინოსნებს

ნახვები: 564 აშშ-მა სანქციები დაუწესა რვა ფიზიკურ პირს „ჰამასის“ მხარდაჭერისთვის, ასევე დაჯგუფების დაფინანსებასა და მომზადებაში ჩართულ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მაღალჩინოსნებს

აშშ-მა სანქციები დაუწესა რვა ფიზიკურ პირს „ჰამასის“ მხარდაჭერისთვის, ასევე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მაღალჩინოსნებს, რომლებიც „ჰამასის“ დაფინანსებასა და მომზადებაში არიან ჩართული. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამას გარდა, აშშ-მა სანქციები დაუწესა ერთ კომპანიას, რომელსაც კავშირი აქვს რეგიონში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებთან, მათ შორის „ჰამასთან“ და „პალესტინის ისლამურ ჯიჰადთან“.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, დღეს სანქცირებული ფიზიკური და იურიდიული პირები საკვანძო როლს ასრულებდნენ „ჰამასთან“ დაკავშირებული კომპანიების მიერ სანქციების ავლის ხელშეწყობაში.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის მილიონობით დოლარის ოდენობის ჯილდოს სთავაზობს „ჰამასის“ აქტივობებისა და ლიდერების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა