ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„სტრასბურგის გადაწყვეტილებით, სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ევალება“ - თეა წულუკიანი

ნახვები: 359 „სტრასბურგის გადაწყვეტილებით, სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ევალება“ - თეა წულუკიანი

„სააკაშვილი გადაყვანილი იქნას სამოქალაქო კლინიკაში, ამაზე ამ წერილში საუბარი არ არის", - განაცხადა დღეს, 11 ნოემბერს, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების 39-ე მუხლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ევალება.

„ცალსახად არის მითითებული, რომ სტრასბურგის სასამართლო მოუწოდებს ბატონ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ, უფრო მეტიც, არამცთუ მოუწოდებს, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლით, ის მას ავალებს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა.

როდესაც ერთი მხარე იღებს, ან რომელიმე მხარე იღებს დავალებას 39-ე მუხლის საფუძველზე, ეს დავალება უნდა შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ მოცემული მხარე თუ ამ დავალებას არ ასრულებს, ის არ არის კეთილსინდისიერი.

საუბარი ამ წერილში არ არის და ვერც ვერავინ დააბრალებს ამ წერილს, რომ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას სამოქალაქო კლინიკაში, ამაზე ამ წერილში საუბარი არ არის, თუმცა საუბარია, რომ როგორც კი სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, მას გაეწიოს სათანადო მკურნალობა და უზრუნველყოფილი იყოს ციხეში მისი უსაფრთხოება. ეს არის ელემენტარული საბაზისო წესები პატიმართან მოპყრობის," - განაცხადა წულუკიანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა